If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კოდის ერთი საათის გამოყენება ბავშვთან

რას ნიშნავს კოდის ერთი საათი ხანის აკადემიაში?

ხანის აკადემიაზე გთავაზობთ მრავალსაათიან, თქვენს გრაფიკზე მორგებულ კურსებს JavaScript-ში, HTML/CSS-სა და SQL-ში. კოდის 1 საათისთვის ჩვენ მოვამზადეთ ამ თემების 1-საათიანი შესავლები.
თქვენ და თქვენს ბავშვს შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენი ყველა შემოთავაზება აქ:
აი, იმის მოკლე აღწერა, რასაც ისწავლით:
  • კოდით ხატვის 1 საათი: ეს 1 საათი თქვენს ბავშვს ასწავლის JavaScript-ით დაპროგრამებას, პროგრამირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენა მსოფლიოში. ის გამოიყენებს JavaScript-ს ნახატების დასაპროგრამებლად და დაასრულებს სახალისო თოვლის კაცის პროექტით. საჭიროებს კლავიატურით ბეჭდვის უნარს და კლავიატურას. რეკომენდებული ასაკი: 8+.
  • ვებგვერდების 1 საათი: ეს 1 საათი ასწავლის თქვენს ბავშვს საკუთარი ვებგვერდების შექმნას HTML-ისა და CSS-ის საფუძვლების გამოყენებით, ის დასრულდება სადღესასწაულო მისალოცი ბარათით. საჭიროებს კლავიატურით ბეჭდვის უნარს და კლავიატურას. რეკომენდებული ასაკი: 8+.
  • მონაცემთა ბაზების 1 საათი: ეს 1 საათი ასწავლის მონაცემთა ბაზების საფუძვლებს, ანუ როგორ ინახავენ აპლიკაციები მონაცემებს მომხმარებლებისა და შიგთავსის შესახებ. თქვენი ბავშვი გამოიყენებს SQL-ს მონაცემების მქონე ცხრილების შესაქმნელად და დაწერს მოთხოვნებს, მუშაობას დაასრულებს პროექტით, რომელშიც შექმნის მონაცემთა ბაზას წარმოსახვითი მაღაზიისთვის. საჭიროებს კლავიატურით ბეჭდვის უნარს და კლავიატურას. რეკომენდებული ასაკი: 12+.
თითოეული არჩევანი მოიცავს შემდეგ შიგთავსს:
  • ინსტრუქციული ვიდეოები და „აუდიოგაკვეთილები". აუდიგაკვეთილები ვიდეოებივითაა, მაგრამ შეგიძლიათ, დააპაუზოთ და კოდში ცვლილებები შეიტანოთ რეალურ დროში.
  • კოდის დავალებები, რომლებიც თქვენს ბავშვს საშუალებას აძლევს, მიიღოს პრაქტიკა და ჩვენ გვაძლევს საშუალებას, ავტომატურად შევამოწმოთ ნამუშევარი და მივანიჭოთ ქულები.
  • ფინალური პროექტი, მისი საშუალებით თქვენს ბავშვს შეუძლია, უფრო კრეატიული და თავისუფალი გზით გამოიყენოს მიღებული ცოდნა.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენს ბავშვს დასჭირდება დაახლოებით 1 საათი თითოეული არჩევანის შესასრულებლად, თუმცა ხანის აკადემიაზე ჩვენ აგრეთვე გვჯერა, რომ თქვენს ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, ისწავლოს საკუთარ ტემპზე მორგებულად, ასე რომ, გირჩევთ, თქვენს ბავშვს მისცეთ საათზე მეტი (თუნდაც 1,5-2 საათი), ან განუმარტოთ, რომ არ არის აუცილებელი მთელი გაკვეთილის შესრულება.
რა არის კოდის ერთი საათი?
კოდის 1 საათი არის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების წასახალისებლად პროგრამირების სასწავლად 1 საათის გამოყოფას და ის ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის კვირეულის დროს (December 3-9, 2018). ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ბევრ მოსწავლეს გაუჩნდება კომპიუტერული პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებებისათვის კიდევ მრავალი საათის დათმობის სურვილი.
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

როგორ გამოვიყენო ხანის აკადემიის კოდის ერთი საათი ჩემი ბავშვისთვის?

კოდის ერთ საათამდე

  • უნდა გქონდეთ წვდომა კარგ ინტერნეტზე, რადგან ეს დაგჭირდებათ ხანის აკადემიის მასალის გასახსნელად, განსაკუთრებით ვიდეოებისა და აუდიოგაკვეთილებისათვის. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს გზამკვლევი.
  • კომპიუტერებში უნდა გეყენოთ თავსებადი ბრაუზერები. უმჯობესია Google Chrome, მაგრამ Safari 5-მა, Internet Explorer 11-მა, Microsoft Edge-მა და Mozilla Firefox-მაც უნდა იმუშავონ. IE8 არ იმუშავებს. ChromeBook-ებმა უნდა იმუშავონ, რადგან ისინი იყენებენ Google Chrome-ს.
  • (არჩევითი) თუ თქვენ გეგმავთ 'კოდით ხატვის 1 საათის' შესრულებას, ამობეჭდეთ უჯრედებიანი ფურცლები.
  • (არჩევითი) დარეგისტრირდით ხანის აკადემიაზე, როგორც მშობელი და დაამატეთ თქვენი ბავშვი (ინსტრუქციისათვის იხილეთ ეს გზამკვლევი). დარეგისტრირებისთანავე შეგიძლიათ, ეწვიოთ სტუდენტის პროგრესის ჩანართს და მონიშნოთ 'კოდის 1 საათის' პარამეტრი ჩამოსაშლელი მენიუდან (dropdown), რათა თვალ-ყური ადევნოთ თქვენი ბავშვის პროგრესს:
    პროგრესისთვის თვალ-ყურის დევნის ეკრანის ანაბეჭდი (სკრინი)

კოდის ერთი საათის დროს

  • თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა თვითონ აირჩიოს სახელმძღვანელო, გადაამისამართეთ ის
  • კოდის 1 საათის მთავარ გვერდზე:
    https://www.khanacademy.org/hourofcode
  • თუ თქვენ აირჩიეთ სახელმძღვანელო თქვენი ბავშვისთვის, გადაამისამართეთ ის ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოზე:
    კოდით ხატვის 1 საათი:
    www.khanacademy.org/r/hour-of-code
    ვებგვერდების 1 საათი:
    www.khanacademy.org/r/hour-of-webpages
    მონაცემთა ბაზების 1 საათი:
    www.khanacademy.org/r/hour-of-databases
  • უყურეთ მისასალმებელ ვიდეოს ერთად და შემდეგ უთხარით თქვენს ბავშვს, რომ საკუთარი ტემპით შეასრულოს სახელმძღვანელოს დარჩენილი ნაწილი.
  • (არჩევითი) დაეხმარეთ თქვენს ბავშვს სახელმძღვანელოს შესრულებაში (მაგალითად, პროექტზე წყვილში პროგრამირებით), ან თქვენით შეასრულეთ სახელმძღვანელო თქვენს საკუთარ ანგარიშში ცხოვრების ბოლომდე სწავლის მოდელირებისთვის!

კოდის ერთი საათის შემდეგ

  • ამობეჭდეთ სერთიფიკატი თქვენი ბავშვისათვის. თუ ტრენერად დარეგისტრირდით, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, როგორც კი თქვენი ბავშვი ყველა ამოცანას შეასრულებს და თქვენ შეგეძლებათ, ამობეჭდოთ ბმულზე მოცემული სერთიფიკატი.
  • წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ გააგრძელოს პროგრამირების სწავლა ხანის აკადემიაზე ჩვენი სრული კურიკულუმის გამოყენებით. ხანის აკადემიაზე ყველაფერი უფასოა, ასე რომ, თქვენ და თქვენს შვილს მხოლოდ დარეგისტრირება გჭირდებათ!
  • გაგვიზიარეთ თქვენი ამბები! ჩვენ გაგვიხარდება თქვენი ბავშვების ჩვენს გაკვეთილებზე მუშაობის პროცესის სურათებისა და ვიდეოების ან მათ მიერ შექმნილი პროექტების ეკრანის ანაბეჭდების (სკრინების) ნახვა. გააზიარეთ ისინი ტვიტერზე ან ინსტაგრამზე და მონიშნეთ @khanacademy #hourofcode.
გმადლობთ კომპიუტერულ მეცნიერთა მომავალი თაობის წახალისებისათვის!

ხშირად დასმული კითხვები

შეგიძლიათ, ელფოსტით მოგვწეროთ დამატებითი კომენტარები და კითხვები compsci-feedback@khanacademy.org-ზე, ან დაწეროთ განხილვაში ქვემოთ.
კურიკულუმი სხვადასხვა ენებზეა ნათარგმნი?
გაკვეთილები სრულად ნათარგმნია ესპანურად, პორტუგალიურად, პოლონურად და სერბულად. ისინი ნაწილობრივ ნათარგმნია ჩეხურად, იტალიურად, ფრანგულად და კორეულად.
გადათარგმნილ ენებზე აუდიოგაკვეთილები არის გახმოვანებული, ხოლო ამოცანების ინტრუქციები, პროექტების აღწერები და შეცდომის წერილები ნათარგმნია. ამ ენებზე ინტერაქტიული აუდიოგაკვეთილების ტიტრებიც ხელმისაწვდომია, ასე რომ, მოსწავლეებს შეუძლიათ, საკუთარი ტემპით ისწავლონ საკუთარ ენაზე.
კურიკულუმი ხელმისაწვდომია სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის?
დიახ, ტიტრების არჩევის ღილაკი ხელმისაწვდომია აუდიოგაკვეთილებისთვის. დააჭირეთ მენიუს (დაწყების ზოლის გვერდით) და მონიშნეთ „ინტერაქტიული ტიტრები." მოსწავლეებს შეუძლიათ, დააპაუზონ აუდიოგაკვეთილი, თუ ის ძალიან სწრაფია.
კურიკულუმი ხელმისაწვდომია უსინათლო მოსწავლეებისთვის?
ჩვენ ვცდილობთ, გვქონდეს ეკრანის წამკითხველების მხარდაჭერა ხანის აკადემიაზე, მაგრამ არსებობს კოდის წერის გამოცდილების მრავალი ასპექტი, რომელიც ჯერ არ არის ოპტიმიზებული. ამის ნაცვლად ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ დამხმარე საშუალებებით ოპმიზებულ კოდის 1 საათის კვორუმს.
სახელმძღვანელოები ChromeBook-ებზე მუშაობს?
ChromeBook-ები იყენებენ Google Chrome-ის ბრაუზერს, რომელიც არის ხანის აკადემიის მხარდაჭერის მქონე ერთ-ერთი ბრაუზერი, ასე რომ, დიახ, ყველა სახელმძღვანელომ უნდა იმუშავოს ChromeBook-ზე.
კოდის 1 საათის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ გაკვეთილზე მუშაობის გაგრძელება?
დიახ! They can work on it at their own pace at any time. They should sign up for an account (or use an account you've created for them) if they want to easily pick up later from where they left off.
მოსწავლეებს ესაჭიროებათ ხანის აკადემიის ანგარიში კურიკულუმის გამოსაყენებლად?
მათ არ ესაჭიროებათ ხანის აკადემიის ანგარიში, მაგრამ მათ, სავარაუდოდ, მოეწონებათ ანგარიშის ქონა, რადგან მისი საშუალებით შეუძლიათ, თვალ-ყური ადევნონ საკუთარ პროგრესს და დააგროვენ ქულები და ბეჯები.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.