If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კოდის საათის გამოყენება საკლასო ოთახში

რას ნიშნავს კოდის ერთი საათი ხანის აკადემიაში?

ხანის აკადემიაზე გთავაზობთ მრავალსაათიან, თქვენს გრაფიკზე მორგებულ კურსებს JavaScript-ში, HTML/CSS-სა და SQL-ში. კოდის 1 საათისთვის ჩვენ მოვამზადეთ ამ თემების 1-საათიანი შესავლები.
თქვენ და თქვენს სტუდენტებს შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენი ყველა შემოთავაზება აქ:
აი, იმის მოკლე აღწერა, რასაც ისწავლით:
  • კოდით ხატვის 1 საათი: ეს 1 საათი თქვენს მოსწავლეებს ასწავლის JavaScript-ით დაპროგრამებას, პროგრამირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენა მსოფლიოში. ისინი გამოიყენებენ JavaScript-ს ნახატების დასაპროგრამებლად და დაასრულებენ სახალისო თოვლის კაცის პროექტით. საჭიროებს კლავიატურით ბეჭდვის უნარს და კლავიატურას. რეკომენდებული ასაკი: 8+.
  • ვებგვერდების 1 საათი: ეს 1 საათი ასწავლის თქვენს მოსწავლეებს საკუთარი ვებგვერდების შექმნას HTML-ისა და CSS-ის საფუძვლების გამოყენებით, ის დასრულდება სადღესასწაულო მისალოცი ბარათით. საჭიროებს კლავიატურით ბეჭდვის უნარს და კლავიატურას. რეკომენდებული ასაკი: 8+.
  • მონაცემთა ბაზების 1 საათი: ეს 1 საათი ასწავლის მონაცემთა ბაზების საფუძვლებს, ანუ, როგორ ინახავენ აპლიკაციები მონაცემებს მომხმარებლებისა და შიგთავსის შესახებ. თქვენი სტუდენტები გამოიყენებენ SQL-ს მონაცემების მქონე ცხრილების შესაქმნელად და დაწერენ მოთხოვნებს, მუშაობას დაასრულებენ პროექტით, რომელშიც შექმნიან მონაცემთა ბაზას წარმოსახვითი მაღაზიისთვის. საჭიროებს კლავიატურით ბეჭდვის უნარს და კლავიატურას. რეკომენდებული ასაკი: 12+.
თითოეული არჩევანი მოიცავს შემდეგ შიგთავსს:
  • ინსტრუქციული ვიდეოები და „აუდიოგაკვეთილები". აუდიგაკვეთილები ვიდეოებივითაა, მაგრამ შეგიძლიათ, დააპაუზოთ და კოდში ცვლილებები შეიტანოთ რეალურ დროში.
  • კოდის დავალებები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევს, მიიღოს პრაქტიკა და ჩვენ გვაძლევს საშუალებას, ავტომატურად შევამოწმოთ ნამუშევარი და მივანიჭოთ ქულები.
  • ფინალური პროექტი, მისი საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ, უფრო კრეატიული და თავისუფალი გზით გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
ჩვენ გვჯერა, რომ მოსწავლეებს დასჭირდებათ დაახლოებით 1 საათი თითოეული არჩევანის შესასრულებლად, თუმცა ხანის აკადემიაზე ჩვენ აგრეთვე გვჯერა, რომ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ისწავლონ საკუთარ ტემპზე მორგებულად, ასე რომ, გირჩევთ, მოსწავლეებს მისცეთ საათზე მეტი (თუნდაც 1,5-2 საათი), ან განუმარტოთ, რომ არ არის აუცილებელი მთელი გაკვეთილის შესრულება.
რა არის კოდის ერთი საათი?
კოდის 1 საათი არის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების წასახალისებლად პროგრამირების სასწავლად 1 საათის გამოყოფას და ის ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის კვირეულის დროს (December 3-9, 2018). ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ბევრ მოსწავლეს გაუჩნდება კომპიუტერული პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებებისათვის კიდევ მრავალი საათის დათმობის სურვილი.
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

როგორ გამოვიყენო ხანის აკადემიის კოდის ერთი საათი ჩემს საკლასო ოთახში?

კოდის ერთ საათამდე

მოამზადეთ თქვენი საკლასო ოთახი
  • ყველა მოსწავლეს, ან მოსწავლეების ყოველ წყვილს, უნდა ჰქონდეს კომპიუტერი. თუ მოსწავლეები დაწყვილდებიან (“წყვილში პროგრამირება”), მაშინ ისინი მორიგეობით უნდა იყვნენ მბეჭდავი და მაყურებელი.
  • საკლასო ოთახში უნდა იყოს წვდომა კარგ ინტერნეტზე, რადგან ეს დაგჭირდებათ ხანის აკადემიის შიგთავსზე წვდომისათვის, განსაკუთრებით ვიდეოებისა და აუდიოგაკვეთილებისათვის. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს გზამკვლევი.
  • დარწმუნდით, რომ ყველა კომპიუტერში არის დაინსტალირებული თავსებადი ბრაუზერი. უმჯობესია Google Chrome, მაგრამ Safari 5-მა, Internet Explorer-მა 11, Microsoft Edge-მა და Mozilla Firefox-მაც უნდა იმუშავოს. IE8 არ იმუშავებს. ChromeBooks-მა უნდა იმუშავონ, რადგან ისინი იყენებენ Google Chrome-ს.
  • დაარიგეთ ყურსასმენები, ან სთხოვეთ მოსწავლეებს მათი მოტანა. შეგიძლიათ, იყიდოთ ერთჯერადი ყურსასმენების კომპლექტი Amazon-ზე.
  • დარეგისტრირდით Code.org-ზე, რათა გქონდეთ უფასო საჩუქრებისა და პრიზების მიღების უფლება თქვენი კლასისთვის.
  • (არჩევითი) თუ გეგმავთ კოდით ხატვის 1 საათის შესრულებას, ამობეჭდეთ უჯრედებიანი ფურცლის ბროშურები, თითოეულის ერთი ეგზემპლარი თითო მოსწავლისთვის.
მოემზადეთ
  • გადახედეთ სახელმძღვანელოს თქვენით, რათა იცოდეთ, რისი შესრულება მოუწევთ თქვენს მოსწავლეებს.
  • (არჩევითი) დარეგისტრირდით მწვრთნელად ხანის აკადემიაზე და დაამატეთ თქვენი მოსწავლეები. ეს გაგიადვილებთ მათი პროგრესისთვის თვალ-ყურის დევნებას. იხილეთ ინსტრუქციების ეს გზამკვლევი. დარეგისტრირებისთანავე შეგიძლიათ, იხილოთ მოსწავლის პროგრესის ჩანართი და ჩამოსაშლელ სიაში (dropdown-ში) მონიშნოთ „კოდის 1 საათი", რათა შეძლოთ თქვენი მოსწავლის პროგრესისათვის თვალ-ყურის დევნება
    პროგრესისთვის თვალ-ყურის დევნის ეკრანის ანაბეჭდი (სკრინი)

კოდის ერთი საათის დროს

  • დაარიგეთ ყურსასმენები ან ბროშურები, თუ ისინი გაქვთ.
  • თუ გსურთ, რომ მოსწავლეებმა თავად აირჩიონ სახელმძღვანელო, გადაამისამართეთ ისინი
    კოდის 1 საათის მთავარ გვერდზე:
    https://www.khanacademy.org/hourofcode
  • თუ თქვენ აირჩიეთ სახელმძღვანელო თქვენი მოსწავლეებისთვის, გადაამისამართეთ ისინი ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოზე:
    კოდით ხატვის 1 საათი:
    www.khanacademy.org/r/hour-of-code
    ვებგვერდების 1 საათი:
    www.khanacademy.org/r/hour-of-webpages
    მონაცემთა ბაზების 1 საათი:
    www.khanacademy.org/r/hour-of-databases
  • უყურეთ მისასალმებელ ვიდეოს ერთად და შემდეგ ურჩიეთ მოსწავლეებს, შეასრულონ გაკვეთილის დარჩენილი ნაწილი საკუთარი ტემპით.
  • თუ დრო დაგრჩათ, გამართეთ ჩვენება და მოყოლა, რომელშიც წარადგენთ მოსწავლეების მიერ შექმნილ ყველა საინტერესო პროექტს.

კოდის ერთი საათის შემდეგ

  • თუ ტრენერად დარეგისტრირდით, გადახედეთ პროგრამებს, რომლებიც თქვენმა მოსწავლეებმა შექმნეს ფინალური პროექტისთვის თქვენი კლასის პროგრამების გვერდზე. დაუწერეთ კარგი შეფასება, დატოვეთ წამახალისებელი კომენტარები და ურჩიეთ მოსწავლეებს, რომ ისინი გააზიარონ (მარჯვენა ზედა კუთხეში „გაზიარების" ღილაკზე დაჭერით).
  • დაბეჭდეთ სერთიფიკატი თითოეული მოსწავლისთვის, რომელიც შეასრულებს პროგრამას. როგორც კი თქვენი მოსწავლე დაასრულებს ამოცანებს, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას და ამ მოსწავლის სერთიფიკატის ბმულს.
  • წაახალისეთ თქვენი მოსწავლეები, რომ მათ გააგრძელონ პროგრამირების სწავლა ხანის აკადემიაზე ჩვენი სრული კურიკულუმის გამოყენებით. ხანის აკადემიაზე ყველაფერი უფასოა, ასე რომ, თქვენ და თქვენს მოსწავლეებს მხოლოდ დარეგისტრირება გჭირდებათ!
  • გაგვიზიარეთ თქვენი ამბები! ჩვენ გვსურს, ვნახოთ თქვენი მოსწავლეების ჩვენს გაკვეთილებზე მუშაობის პროცესის ფოტოები და ვიდეოები ან მათ მიერ შექმნილი პროექტების ეკრანის ანაბეჭდები (სკრინები). გააზიარეთ ისინი ტვიტერზე ან ინსტაგრამზე და მონიშნეთ @khanacademy #hourofcode.
გმადლობთ კომპიუტერულ მეცნიერთა მომავალი თაობის წახალისებისათვის!

ხშირად დასმული კითხვები

შეგიძლიათ, ელფოსტით მოგვწეროთ დამატებითი კომენტარები და კითხვები compsci-feedback@khanacademy.org-ზე, ან დაწეროთ განხილვაში ქვემოთ.
კურიკულუმი სხვადასხვა ენებზეა ნათარგმნი?
გაკვეთილები სრულად ნათარგმნია ესპანურად, პორტუგალიურად, პოლონურად და სერბულად. ისინი ნაწილობრივ ნათარგმნია ჩეხურად, იტალიურად, ფრანგულად და კორეულად.
გადათარგმნილ ენებზე აუდიოგაკვეთილები არის გახმოვანებული, ხოლო ამოცანების ინტრუქციები, პროექტების აღწერები და შეცდომის წერილები ნათარგმნია. ამ ენებზე ინტერაქტიული აუდიოგაკვეთილების ტიტრებიც ხელმისაწვდომია, ასე რომ, მოსწავლეებს შეუძლიათ, საკუთარი ტემპით ისწავლონ საკუთარ ენაზე.
კურიკულუმი ხელმისაწვდომია სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის?
დიახ, ტიტრების არჩევის ღილაკი ხელმისაწვდომია აუდიოგაკვეთილებისთვის. დააჭირეთ მენიუს (დაწყების ზოლის გვერდით) და მონიშნეთ „ინტერაქტიული ტიტრები." მოსწავლეებს შეუძლიათ, დააპაუზონ აუდიოგაკვეთილი, თუ ის ძალიან სწრაფია.
კურიკულუმი ხელმისაწვდომია უსინათლო მოსწავლეებისთვის?
ჩვენ ვცდილობთ, გვქონდეს ეკრანის წამკითხველების მხარდაჭერა ხანის აკადემიაზე, მაგრამ არსებობს კოდის წერის გამოცდილების მრავალი ასპექტი, რომელიც ჯერ არ არის ოპტიმიზებული. ამის ნაცვლად ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ დამხმარე საშუალებებით ოპმიზირებულ კოდის 1 საათის კვორუმს.
სახელმძღვანელოები ChromeBook-ებზე მუშაობს?
ChromeBook-ები იყენებენ Google Chrome-ის ბრაუზერს, რომელიც არის ხანის აკადემიის მხარდაჭერის მქონე ერთ-ერთი ბრაუზერი, ასე რომ, დიახ, ყველა სახელმძღვანელომ უნდა იმუშავოს ChromeBook-ზე.
მოსწავლეებს შეუძლიათ კოდის 1 საათზე მუშაობის გაგრძელება ამ გაკვეთილის შემდეგ?
დიახ! მათ შეუძლიათ მუშაობა საკუთარი განრიგით ნებისმიერ დროს. მათ უნდა გახსნან ანგარიში საკლასო ოთახში თუ სურთ, რომ ადვილად გააგრძელონ მუშაობა იმ ადგილიდან, სადაც გაჩერდნენ.
მოსწავლეებს ესაჭიროებათ ხანის აკადემიის ანგარიში კურიკულუმის გამოსაყენებლად?
მათ არ ესაჭიროებათ ხანის აკადემიის ანგარიში, მაგრამ მათ, სავარაუდოდ, მოეწონებათ ანგარიშის ქონა, რადგან მისი საშუალებით შეუძლიათ, თვალ-ყური ადევნონ საკუთარ პროგრესს და დააგროვენ ქულები და ბეჯები.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.