If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: პროგრამირების ერთი საათი > თემა 1

გაკვეთილი 3: SQL-ის მონაცემთა ბაზების შექმნა

გაცდით ერთ საათს

გილოცავთ მონაცემთა ბაზების ერთი საათის შესრულებას! თქვენ ახლა ისწავლეთ SQL-ის გამოყენების საფუძვლები, რათა შექმნათ ცხრილები, ჩასვათ მონაცემები, მოითხოვოთ მონაცემები და შეაჯამოთ ისინი. მთელ მსოფლიოში დეველოპერები ასე იყენებენ SQL-ს ყოველ დღე, რათა აკონტროლონ მონაცემთა ბაზები მათ სერვერებსა და აპლიკაციებში.
SQL-ში სასწავლი კიდევ ბევრია, როგორიცაა მონაცემთა განახლება, მონაცემთა წაშლა და ცხრილებს შორის მონაცემთა გაერთიანება საინტერესო გზებით. ეს ყოველივე შესაძლებელია აქ, ჩვენი SQL-ის გარემოში, ასე რომ, თუ გსურთ სწავლის გაგრძელება, შეგიძლიათ, გადახედოთ ჩვენს სრულ SQL-ის კურსს ხანის აკადემიაზე. თუ გსურთ საფუძვლების გამოყენებით მეტი ვარჯიში, შეგიძლიათ, შექმნათ ახალი SQL სკრიპტი.
თუ კიდევ გაქვთ თავისუფალი 1 საათი, შეგიძლიათ, სცადოთ სხვა კოდის ერთი საათის სახელმძღვაელო.
არ აქვს მნიშვნელობა, რის კეთებას აირჩევთ, მთავარია, ივარჯიშოთ რეგულარულად. პროგრამისტების უმრავლესობა კოდს წერს ყოველ დღე, სწორედ ასე ინარჩუნებთ ფორმას. და, რაც მთავარია, ეს სახალისოა!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.