If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა ვისწავლოთ შემდეგ?

დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში! რის სწავლა გსურთ? შემქმნელია Brit Cruise.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

თქვენ მიაღწიეთ პირველ საკონტროლო პუნქტს, სერიაში "მოგზაურობა კრიპტოგრაფიაში". ახლა მინდა გესაუბროთ იმაზე თუ რა იქნება შემდეგი, რადგან ახალ სერიაზე ვმუშაობ, თუმცა, ეს აქ არ დასრულდება. ჯერ-ჯერობით ისევ დასაწყისში ვართ. კიდევ სამ ვიდეოს გავაკეთებ. ეს ვიდეო არის "მაღალი დონის გაკვეთილები". ასევე, მინდა გესაუბროთ ტესტებსა და სირთულეებზე, რა შეგვიძლია ვაკეთოთ უფრო ინტერაქტიული სახით, და კომპიუტერულ მეცნიერებაზე კრიპტოგრაფიის კუთხით. ამჯერად მაღალი დონის გაკვეთილებზე ვისაუბროთ. "მაღალ დონეში'" იგულისხმება არა "უფრო რთული", არამედ, "უფრო დეტალური". მაგალითს გიჩვენებთ თუ რაზე შეიძლება იყოს გაკვეთილების ეს სერია. თითოეული სერია წარმომიდგენია როგორც ხის ღერო, რომელიც პრეისტორიული დროიდან მეოცე საუკუნემდე პერიოდს შეესაბამება, რამდენიმე განსხვავებული გზით. ეს იდეები იტოტება. მე-20 და 21-ე საუკუნეებში ისინი უკვე ძალიან სპეციფიური ხდება. ფოთლებზე ახლანდელი კვლევის შეკითხვებია, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მარტივი რიცხვების განაწილება, აქ კი გვქონდეს ძალიან სპეციფიური სამუშაოები, დაკავშირებული შემთხვევით ალგორითმებსა და ჰეშირების ფუნქციებთან, ზემოთ - საზოგადოებრივი გასაღების პროტოკოლები -- რადგან RSA მხოლოდ პირველი იყო -- ან, დაშიფრვის სტანდარტები, როგორებიცაა DES და AES. ასევე, შესაძლოა გვქონდეს ახალი ტოტი კვანტურ კრიპტოგრაფიაში. როგორც ხედავთ, მრავალი რამ არის, რაც იტოტება ამ სერიიდან, და ყველას ვერ განვიხილავთ. ეს ვიდეო დაახლოებით აქ მდებარეობს, ერთგვარი საკვანძო წერტილია. შემიძლია დატოტვა საზოგადოების და ვიდეოების სხვა შემქმნელების მეშვეობით მოვახერხო, რათა ეს ყველაფერი კარგად შეივსოს. -- განსაკუთრებით საზოგადოების დახმარებით -- ძალიან მომწონს Q&A საზოგადოება და ჩატარებული სამუშაოები იმის განსავითარებლად, თუ როგორ ეხმარება ხალხი ერთმანეთს Khan Academy-ზე. მაგალითად, თუ ვისაუბრებთ ტოტებზე, შევამჩნიე კითხვების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეულწილად ერთ საერთო განხრაზე იყო მიმართული. მაგალითად, "ფსევდო-შემთხვევითი რიცხვის გენერატორის" შესახებ ორი შეკითხვაა, ერთი სონის და ერთი დრაკაინის მიერ. დრაკაინი კითხულობს: "რატომ არის დრო მილიწამებში კარგი შემთხვევითი seed?" ეს დაცვის სისტემაში მიუღებელია. დრო შენს აპარატში იგივეა, რაც დრო ჩემსაში, პლუს-მინუს 100 მილიწამი, რაც შეტევის კანდიდატი ხდება" ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, რადგან წარმოაჩენს, რომ მე არ მიჩვენებია კრიპტოგრაფიულად დაცული ფსევდო-შემთხვევითი გენერატორი. შუა კვადრატის მეთოდი სადღაც აქაა, ადრეულ მეოცე საუკუნეში, მაგრამ დღევანდელ დღემდე, არ ვიყენებთ შუა კვადრატის მეთოდს, რაც საკმაოდ საინტერესო განხრაა. სწორედ ასეთი კითხვების ჯგუფები სწევს წინ მასალას. ძალიან საინტერესო მაგალითს გიჩვენებთ, თუ უკვე როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ეს კითხვა სამუელმა დასვა "One Time Pad" ვიდეოზე. "კომპიუტერს ხომ შეუძლია ყველა შესაძლო შემთხვევა ძალიან სწრაფად შეამოწმოს?" ჩაკ პატროლმა პრაქტიკულად იგივე შეკითხვა დასვა. ეს საკმაოდ ხშირად ხდება. მსგავსი კითხვები ვიდეოს საჭიროებაზე მიუთითებს. ამიტომ, მე შევქმენი ვიდეო "იდეალურ გასაიდუმლოებაზე", რომელიც აჩვენებს, რომ შემთხვევითობა ძლიერი რამაა დაშიფრვის სამყაროში. ვიდეოს გარეთ დონმა კარგი კომენტარი გააკეთა. მან ფაქტობრივად ჩემი ვიდეო ორ წინადადებაში შეაჯამა. ტოტების შესავსებად შემდეგი რამ მინდა გავაკეთო: ავიღო კითხვები, შევქმნა ახალი მასალა და დავამყარო უკუკავშირი რათა გამოჩნდეს რისი კეთება ჯობს. ძალიან გამიხარდება, თუ ვიდეოს ქვემოთ კითხვებს დასვამთ, რომლებიც სერიიდან გამომდინარე იქნება, არა რომელიმე ვიდეოს სპეციფიური დეტალების შესახებ, -- ეს ვიდეოებთანაც შეიძლება -- არამედ რაიმე ახალი საკითხის შესახებ. ჩემი აზრით სახალისო იქნება შემდეგი რამ: თქვენი შეკითხვები პასუხებამდე მიგვიყვანს, მეც და საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც, ამიტომ მრავალი პასუხი გვექნება. შემდეგ, მე შემეძლება ამ პასუხებისგან მივიღო უხეში სცენარი, რომელიც უფრო მაღალი დონის და სპეციფიური საკითხების ვიდეოსთვის გამოდგება, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ქვეჯგუფებს აინტერესებს. იმედია ქვემოთ მოცემული მსჯელობიდან დროის განმავლობაში ახალ ვიდეოებს შევქმნით! მინდა ცხადი იყოს, ეს გაწელილი პროცესია, ეს ყველაფერი არ მოხდება ხვალ ან მომდევნო კვირას. იმედი მაქვს რამდენიმე თვეში ან წელიწადში მაინც გამოვა. ისევ შეგვეძლება ახალი ვიდეოების შექმნა სერიების მიხედვით და ეს ვიდეოები ჩემი და საზოგადოების ერთიანი შრომის შედეგი იქნება, და შეიძლება სხვა ვიდეოების შემქმნელებისაც. ასე რომ, გამაგებინეთ ქვემოთ თუ რას ფიქრობთ და დავიწყოთ!