If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კეისრის კოდი

მოდულარული მათემატიკა და ბიჯით დაშიფვრა

კეისრის შიფრი არის ბიჯით დაშიფვრის სახეობა. ბიჯით დაშიფვრები მუშაობენ ნაშთის ოპერატორის გამოყენებით წერილების დასაშიფრად და გასაშიფრად. ამ ბიჯით შიფრს აქვს გასაღები K, რაც არის მთელი რიცხვი 0-დან 25-მდე. ამ გასაღებს გავუზიარებთ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც გვინდა, რომ ჩვენი წერილი ნახოს.

როგორ დავშიფროთ:

წერილ M-ში თითოეული ასოსთვის:
1. გადაიყვანეთ ასო რიცხვში, რომელიც მის რიგითობას ემთხვევა ინგლისურ ანბანში დაწყებული 0-იდან და დაარქვით ამ რიცხვს X.
( A=0, B=1, C=2, ...,Y=24, Z=25)
2. გამოთვალეთ: Y = (X + K) mod 26
3. გადაიყვანეთ რიცხვი Y ასოში, რომელიც ემთხვევა მის რიგითობას ინგლისურ ანბანში დაწყებული 0-იდან.
(A=0, B=1, C=2, ...,Y=24, Z=25)
მაგალითად: მეგობარს ვუთანხმდებით, რომ გამოვიყენებთ ბიჯით შიფრს გასაღებით K=19 ჩვენი წერილისთვის.
ვშიფრავთ წერილს "KHAN", შემდეგნაირად:​
ასე რომ, ჩვენს წერილზე „KHAN“ K=19 გასაღებით ბიჯით დაშიფვრის გამოყენების შემდეგ მივიღეთ დაშიფრული ტექსტი "DATG".
წერილ „DATG-ს“ ვაძლევთ ჩვენს მეგობარს.

როგორ გავშიფროთ:

დაშიფრული ტექსტი C-ს ყოველი ასოსთვის :
1. გადაიყვანეთ ასო რიცხვში, რომელიც ემთხვევა მის რიგითობას ინგლისურ ანბანში დაწყებული 0-იდან და დაარქვით ამ რიცხვს Y.
(A=0, B=1, C=2, ..., Y=24, Z=25)
2. გამოთვალეთ: X= (Y - K) mod 26
3. გადაიყვანეთ რიცხვი X იმ ასოში, რომელიც ემთხვევა მის რიგითობას ანბანში დაწყებული 0-იდან.
(A=0, B=1, C=2, ..., Y=24, Z=25)
ჩვენი მეგობარი ახლა გაშიფრავს წერილს ჩვენ მიერ შეთანხმებული გასაღებით K=19. შემდეგნაირად:
ასე რომ, ბიჯით შიფრის K=19 გასაღებით გაშიფვრით ჩვენი მეგობარი დაშიფრულ ტექსტს "DATG"-ს გადაიყვანს ტექსტში "KHAN".

რატომ არ არის ბიჯით დაშიფვრა უსაფრთხო?

შიფრმა არ უნდა მისცეს საშუალება გასაღების უქონელ შემომტევს, რომელსაც აქვს დაშიფრული ტექსტის ასლი, გაარკვიოს წერილის შინაარსი. ვინაიდან ჩვენ გვაქვს გასაღების მხოლოდ 26 არჩევანი, ვინმე შეიძლება, ადვილად სცადოს 26-ივე გასაღები, სათითაოდ, მანამ, სანამ წერილს გაშიფრავენ. ამ სახის შეტევას ეწოდება ბრუტალური ძალით შეტევა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.