If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამ თემის შესახებ

ჩვენი ვთანამშრომლობთ დართმუნდის კოლეჯის პროფესორებთან ტომ კორმენთან და დევინ ბელკომთან, რათა წარმოგიდგინოთ კომპიუტერული მეცნიერების ალგორითმების შესავალი, ძებნის, სორტირების, რეკურსიის და გრაფთა თეორიის ჩათვლით. გამოყენებულია სტატიების, ვიზუალიზაციების, ქუიზების და ტესტირებების კომბინაციები.
რა არის ალგორითმები და რატომ უნდა გაინტერესებდეთ ეს თქვენ? ჩვენ დავიწყებთ ალგორითმების მიმოხილვით და შემდგომ გადავალთ ორ თამაშზე, რომლებსაც უფრო ადვილად მოიგებთ ალგორითმების გამოყენებით - რიცხვის გამოცნობის თამაში და გზის პოვნის თამაში.
ისწავლეთ ორობითი ძიების შესახებ, ნივთების მასივში ძიებაზე რაოდენობის განახევრების მეშვეობით.
ისწავლეთ ასიმპტოტური ანალიზის გამოყენება ალგორითმის ეფექტურობის აღსაწერად. და ასიმპტოტური ჩანაწერის გამოყენება (დიდი O, დიდი თეტა, დიდი ომეგა) ეფექტურობის ზუსტი აღწერისთვის.
ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ მონიშნულის დახარისხება, მარტივი ალგორითმი მნიშვნელობათა მასივის დასახარისხებლად. ნახეთ, რატომ არაა ეფექტური ალგორითმი.
ისწავლეთ ცნება „რეკურსია", ტექნიკა, რომელიც ხშირად გამოიყენება ალგორითმებში. ნახეთ, როგორ გამოიყენოთ რეკურსია რიცხვის ფაქტორიალისა და ხარისხის გამოსათვლელად და დამატებით, ხელოვნების გენერირებისთვის.

ისწავლეთ

გამოიყენეთ რეკურსიული ტექნიკა, რომ ამოხსნათ „ჰანოის კოშკები", კლასიკური მათემატიკური ამოცანა, რომლის ამოხსნაც ბერებს მოუწიათ.
ისწავლეთ გაერთიანებულის დახარისხება, ეფექტური ალგორითმი, რომელიც რეკურსიის ძალაზე დაყრდნობით განმეორებით ახარისხებს და აერთიანებს ქვემასივებს.
ისწავლეთ, როგორ აღვწეროთ გრაფები მათი წიბოებით, წვეროებით და წონებით და იხილეთ გრაფების შენახვის სხვადასხვა გზა წიბოების სიებით, მოსაზღვრეთა მატრიცებით და მოსაზღვრეთა სიებით.
ისწავლეთ, როგორ გავიაროთ გრაფი სიგანეში ძიების გამოყენებით კონკრეტული წვეროს საპოვნელად ან იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა წვერო გავიარეთ, თითო ჯერზე თითო ფენის გავლით.
იდეები, როგორ უნდა გააგრძელოთ ალგორითმების შესწავლა.