If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 3

გაკვეთილი 2: უფრო რთული SQL მოთხოვნები

ვინ უშვებს SQL მოთხოვნებს?

დავალებების აღრიცხვის ჟურნალების ამ მარტივი მონაცემთა ნაკრებით შევძელით, მიგვეღო ბევრი განსხვავებული და საჭირო მოთხოვნა. ახლა მინდა, დროებით შევისვენო მოთხოვნების კეთებისგან და ვილაპარაკო იმის შესახებ, თუ ვინ და რა მიზნით აკეთებს ხოლმე ამ მოთხოვნებს.
წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ვარჯიშის აპლიკაცია ათასობით მომხმარებლით, რომელიც ინახავს ბაზას ჩვენი აღრიცხვის ცხრილის მსგავსად.  ეს აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიყვანონ დღიური აღრიცხვები და თვალ–ყური ადევნონ მათ პროგრესს პირად მართვის პანელში:
დავალებების სტატისტიკის ამსახველი გრაფიკებისა და აღრიცხვის ჟურნალში ახალი მონაცემების შესაყვანი ფორმის მქონე ვებგვერდის მოდელი.
ასეთი აპლიკაციის შემთხვევაში, გუნდში, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანია, რომელიც გასცემს SQL მოთხოვნებს:
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები:
ეს ის ხალხია, რომელიც ქმნის „ბეკენდსა" (სერვერის მხარის ლოგიკასა) და „ფრონტენდს" (HTML/CSS/JS, რომელიც ამუშავებს მონაცემებსა და ფორმებს). პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები SQL-ს გამოიყენებდნენ სერვერის მხარეზე კომუნიკაციისთვის, რომელსაც აქვს ყველა მომხმარებლის მონაცემების შემცველი მონაცემთა ბაზა. მათ უნდა იცოდნენ, როგორ კეთდება ფრონტენდისათვის საჭირო ნებისმიერი მოთხოვნა. მაგალითად, თუ მომხმარებლები ხედავენ მართვის პანელს მას შემდეგ, რაც გაივლიან ავტორიზაციას, რათა ნახონ, რამდენი დავალება გააკეთეს მოცემულ დღეს, ინჟინერმა უნდა გაარკვიოს, როგორ კეთდება SELECT, რომელიც გაფილტრულია თარიღითა და მომხმარებლით. მან უნდა გაარკვიოს, თუ როგორ ჩასვას მონაცემები და განაახლოს ისინი (ამას მოგვიანებით განვიხილავთ)
მონაცემთა მეცნიერები:
სწორედ ისინი აანალიზებენ მონაცემებს, ცდილობენ, გაიგონ მეტი მომხმარებელთა შესახებ. შეიძლება, მეტი ვარჯიშისკენაც წაახალისონ. მათ ღრმად უნდა ესმოდეთ SELECT დებულებები, რადგან მათ უნდა შეასრულონ ძალიან რთული მოთხოვნები იმ ანალიზის გასაკეთებლად, რომელიც აინტერესებთ. მაგალითად, მათ შეიძლება, გამოიყენონ SELECT–ი იმის დასადგენად, თუ მომხმარებელთა რამდენი პროცენტისთვის იყო მეტად სავარაუდო, რომ ივარჯიშებდა მეტს, თუ ის ვარჯიშს დილით დაიწყებდა. ამის გაკეთება შეიძლება CASE–ისა დაGROUP BY–ს გამოყენებით.
ნაწარმის მართვა:
ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს კომპანიაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მონაცემებს უყურებენ, ესაუბრებიან მომხმარებლებს, თვალ–ყურს ადევნებენ ბაზარს და ცდილობენ, გაარკვიონ, როგორ გააუმჯობესონ ნაწარმი მეტი მომხმარებლის მისაღებად, მომხმარებელთა მეტად დასაკმაყოფილებლად ან მეტი ფულის გასაკეთებლად. მათ ხშირად ესაჭიროებათ SQL მოთხოვნების ცოდნა, რათა დააკვირდნენ მოხმარების სტატისტიკას და ეცადონ, გაიგონ, ნაწარმის რომელი ნაწილები გამოიყენება ყველაზე ხშირად, რომელი ნაწილები გამოიყენება საოცარი საშუალებებით და რომელი ნაწილები არ გამოიყენება საერთოდ. მათ შეიძლება, გამოიყენონ SELECT–ი, რათა ნახონ, რამდენი მომხმარებელი იყენებს "heart_rate"–ს, თუკი მის მოშორებას განიხილავენ.
ვინაიდან ყოველი მათგანი ერთ კომპანიაში მუშაობს, მათ შეუძლიათ, და უნდა, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა თავიანთ მონაცემთა ბაზებზე SQL–ის გამოყენების შესახებ. ყველა ვერ იქნება SQL-ის ექსპერტი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, კომპანიაში ბევრს გამოადგება SQL–ის საწყისების ცოდნა და ზოგიერთ მათგანს შეიძლება, უფრო რთული მახასიათბლების სწავლა მოუნდეს.
ამგვარად, განაგრძეთ უფრო რთული მახასიათებლების სწავლა...!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.