If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა ვისწავლოთ შემდეგ

გილოცავთ SQL–ის შესწავლას! ახლა რადგან ეს ყოველივე ისწავლეთ, აი, გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი.

სცადეთ SQL სხვა გარემოებში

ხანის აკადემიაზე ჩვენ შევქმენით „სათამაშო მოედანი", რათა სცადოთ SQL სავარჯიშოდ შექმნილი მცირე ზომის მონაცემებისგან. გირჩევთ, გააგრძელოთ აქ ვარჯიში, მაგრამ, ალბათ, კარგი იქნება, თუ თქვენს უნარებს ნამდვილი მონაცემების მქონე გარემოში გამოიყენებთ.
სცადეთ SQL მონაცემთა ანალიზისათვის. დღესდღეობით, SQL ხშირად გამოიყენება სხვადასხვა წყაროდან შემოსული მონაცემების ანალიზისათვის. მონაცემების ანალიზის ერთ-ერთი გზაა Google-ის BigQuery-ის გამოყენება, რომელიც მოიცავს SQL-ის მსგავს ენას და საშუალებას გაძლევთ, ატვირთოთ მონაცემები ან გამოიყენოთ საჯარო მონაცემთა ნაკრები. წაიკითხეთ BigQuery-ის დოკუმენტაცია ან წაიკითხეთ BigQuery-ის ეს სახელმძღვანელო.
სცადეთ SQL სერვერის მხარეს. SQL-ის გამოყენება შესაძლებელია აპლიკაციის სერვერის მხარის მონაცემთა ბაზების სამართავად. მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას „ფრონტენდით" (ვებგვერდი ან მობილურის აპლიკაცია), ფრონტენდი უგზავნის HTTP მოთხოვნებს „ბექენდს" (სერვერს) და ბექენდი ახორციელებს SQL ბრძანებებს მონაცემთა ბაზაზე. შეგიძლიათ, შექმნათ სერვერის მხარის აპლიკაცია თქვენს საკუთარ კომპიუტერზე სხვადასხვა ენის/სამუშაო გარსის გამოყენებით, 2 პოპულარული პლატფორმაა LAMP და LAPP.
სცადეთ SQL ვებგვერდში. თუ არ გაქვთ სერვერის პარამეტრები ან მონაცემები გასაანალიზებლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ SQLite ვებგვერდში, რათა შეინახოთ მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი ქმნის ვებგვერდის გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, მონაცემები არ შეინახება, როდესაც მომხმარებელი დატოვებს ვებგვერდს. შეგიძლიათ, დააჭიროთ რემიქსს ამ მაგალითზე SQLite-ის ვებგვერდში გამოყენებით.

ისწავლეთ მეტი SQL

ჩვენ გავიარეთ დიდი მასალა SQL-ის შესახებ, მაგრამ მისი ხშირად გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით აპლიკაციების გასაძლიერებლად წამკითხველი/ჩამწერი მონაცემთა ბაზების შექმნისთვის, უნდა ისწავლოთ ყველა არსებული ფუნქცია. შეგიძლიათ, ისწავლოთ მეტი ინდექსებსა და მოთხოვნათა დაგეგმვაზე, შეზღუდვებზე, ტრიგერებზე, ხედებზე და გარე გასაღებებზე.
აგრეთვე შეგიძლიათ, ისწავლოთ SQL-ის სხვადასხვა ვერსიები, რომლებსაც იყენებენ მონაცემთა ბაზების პოპულარული მიმწოდებელი კომპანიები, როგორიცაა MySQL, PostGreSQL, Oracle, MS SQL და DB2. შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ სერვერის მხარის SQL-ის სწავლასთან ერთად.

უფრო ჩაუღრმავდით მონაცემთა ბაზებს

SQL არის მონაცემთა ბაზებთან ინტერაქციის საშუალება, ასე რომ, SQL-ის სწავლით თქვენ საკმაო დოზით ისწავლეთ მონაცემთა ბაზების მუშაობის მექანიზმის შესახებ. თუმცა, მონაცემთა ბაზების სფერო გაცილებით უფრო ღრმად შეგიძლიათ შეისწავლოთ — ისწავლოთ მეტი თეორია, პრინციპები და დიზაინი, როგორებიცაა რელაციური დიზაინის მოდელი, რელაციური ალგებრა და უნიფიცირებული მოდელირების ენა. ამის სწავლის ერთ-ერთი საშუალებაა სტენფორდის შესავალი მონაცემთა ბაზების კლასში, რომელიც თქვენი ტემპით შეგიძლიათ გაიაროთ.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.