ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
მიმოხილვა: ცვლადები
აი, რა განვიხილეთ ცვლადების ამ სახელმძღვანელოში:
ცვლადი მნიშვნელობების შენახვის საშუალებაა. ცვლადის გამოსაყენებლად, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ცვლადი - ვაცნობოთ პროგრამას ცვლადის არსებობის შესახებ - შემდეგ კი მივანიჭოთ მას მნიშვნელობა - რათა ვუთხრათ პროგრამას, თუ რა მნიშვნელობას ვინახავთ ცვლადში.
აი, როგორ უნდა გამოვაცხადოთ ცვლადი სახელად „xPos":
var xPos;
ახლა ჩვენ შეგვიძლია, მივანიჭოთ xPos-ს მნიშვნელობა 10:
xPos = 10;
თუ გვინდა - და ჩვენ ეს ხშირად გვინდა! - შეგვიძლია, გამოვაცხადოთ და მივანიჭოთ მნიშვნელობა ერთ დებულებაში:
var xPos = 10;
თუ მოგვიანებით გარკვეული მიზეზების გამო მოვისურვეთ ცვლადის მნიშვნელობის შეცვლა, ჩვენ შეგვიძლია, თავიდან მივანიჭოთ მას ახალი მნიშვნელობა:
var xPos = 10;
// ცოტა ხნის შემდეგ ...
xPos = 20;
ჩვენ მალე გავიგებთ, თუ რატომ შეიძლება იყოს გამოსადეგი ცვლადებისთვის მნიშვნელობების ხელახლა მინიჭება, როდესაც გვსურს ჩვენი ნახატების ანიმირება.
როგორ შევურჩიოთ ცვლადებს სახელები? JavaScript-ის ცვლადებისთვის მიყევით ამ წესებს:
- ცვლადის სახელი შეიძლება იწყებოდეს ასოებით, ან სიმბოლოებით $ ან _. ისინი შეიძლება შეიცავდნენ ასოებს, რიცხვებს, $-სა და _-ს. არ შეიძლება, რომ ცვლადის სახელი იწყებოდეს რიცხვით. „myVariable", „leaft_1" და „$money3" ვალიდური ცვლადების სახელების მაგალითებია.
- ცვლადის სახელები მგრძნობიარეა ასოების ზომის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ „xPos" განსხვავდება „xpos"-ისგან, ამიტომ იყავით ყურადღებით.
- ცვლადის სახელი არ უნდა ემთხვეოდეს არსებული ცვლადების სახელებს და ჩვენს პროგრამირების გარემო ProcessingJS-ში საკმაოდ ბევრი ცვლადია. თუ თქვენ ამოგიგდებთ შეცდომას, როგორიცაა „Read Only!", სცადეთ, შეცვალოთ თქვენი ცვლადის სახელი.
- ცვლადის სახელი უნდა იყოს გასაგები და აზრიანი; მაგალითან, „ts"-ის მაგივრად გამოიყენეთ „toothSize".
- ორ და მეტ სიტყვიანი ცვლადის სახელებში პირველი სიტყვის შემდეგ ყოველი სიტყვა უნდა დავიწყოთ დიდი ასოთი, მაგალითად, „toothSize" „toothsize"-ის ან „tooth_size"-ის მაგივრად.
ჩვენ ხშირად გამოვიყენებთ ცვლადებს შემდეგ სახელმძღვანელოებში ანიმაციის სწავლის დროს, ამიტომ, თუ რამეს ვერ გაიგებთ დასვით შეკითხვები აქვე.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- დიდი მადლობა მიყვარხართ
<3 <3 <3 <3 <3(6 მოწონება) - var xPos თუ xPos უნდა მივუთითოთ?(2 მოწონება)
- 1. var-ის გარეშე თუ განსაზღვრავ ცვლადს (მაგ. პირდაპირ xPos თუ დაწერ თავიდანვე) გლობალურ ცვლადს შექმნი რაც ცუდ პრაქტიკად ითვლება სხვადასხვა მიზეზების გამო.
2. იმის შემდეგ რაც ერთხელ მიუთითებ var xPos-ს, ოპერატორი var-ის გამოყენება აღარ არის საჭირო.(5 მოწონება)
- var xPos თუ xPos უნდა მიუთითოთ?(2 მოწონება)
- სანამ Var ს არ დაწერ, მანამდე აზრი არ ექნება მარტო xPos ის დაწერას(1 მოწონება)
- ყოველი სიტყვის დიდი ასოთი დაწყებას რამე პრაქტიკული მნიშნველობა აქვს? მაგალითად toothsize-ს დავწერ თუ toothSize რამე განსხვავებას მომცემს?(2 მოწონება)
- ჩვენთვითონ როგორ უნდა შევქმნათ ისეთი კოდი რომლითაც ცვლადს შვქმნით?(1 მოწონება)
- madloba gaaswora :):)(1 მოწონება)
- მადლობა დიდი მაგრამ რა მაინტერესებს თუ იცით რამე პროგრამო რომლითაც შევძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას ისე რომ khan academia-ში არ მომიწიოს შემოსვლა(1 მოწონება)