ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 1
გაკვეთილი 8: ტექსტი და სტრიქონებიგამეორება: ტექსტი და ხაზები
აი, იმ მასალის შეფასება, რომელიც განვიხილეთ ტექსტის ამ სახელმძღვანელოში:
ამ გაკვეთილამდე, ჩვენ ვიყენებდით რიცხობრივ მნიშვნელობებს მრავალი რაღაცის გასაკეთებლად: გადავცემდით რიცხვებს ფუნქციებს, ვინახავდით რიცხვებს ცვლადებში და ა. შ.. როგორც უკვე ნახეთ, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევინახოთ ტექსტური მნიშვნელობები. JavaScript-ში ჩვენ ამ ტექსტურ მნიშვნელობებს ვეძახით სტრინგებს (სტრიქონებს); იფიქრეთ მათზე, როგორც ასოებისგან შემდგარ სტრიქონზე.
სტრინგის შესაქმნელად, ჩვენ ვათავსებთ ტექსტს ბრჭყალებში:
"Hello World!"
შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ რამეს ამ სტრინგით, მაგალითად გადავცემთ მას t, e, x, t, left parenthesis, right parenthesis ბრძანებას:
text("Hello World!", 100, 100);
ჩვენ ასევე შეგვიძლია, შევინახოთ ისინი ცვლადში, შემდეგ კი გადავცეთ ეს ცვლადი t, e, x, t, left parenthesis, right parenthesis ბრძანებას:
var myGreeting = "Hello World!";
text(myGreeting, 100, 100);
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ, ასევე, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ერთმაგი ბრჭყალები:
var myGreeting = 'Hello World!';
მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სხვადასხვა სახის ბრჭყალების აღრევა და შესაბამება - ეს შეცდომაა! გამოიყენეთ მხოლოდ ერთმაგი ან ორმაგი ბრჭყალები.
var myGreeting = 'Hello World!";// ოჰ, არა!
ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ვმანიპულირებთ რიცხვით მნიშვნელობებთან, ჩვენ, ასევე, შეგვიძლია, ვიმუშაოთ სტრინგებთან. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, მივუმატოთ ერთი სტრინგი მეორე სტრინგს:
var myGreeting = "Alo";
var myName = "Winston";
var sayHello = myGreeting + ", " + myName + "!"; // Alo, Winston!
როდესაც ჩვენ ვაერთიანებთ სტრინგებს JS-ში, ჩვენ ვეძახით ამას გაერთიანებას. ჩვენ, ასევე, შეგვიძლია, გავაერთიანოთ სტრინგები რიცხვით მნიშვნელობებთან:
var xPos = 10;
var yPos = 20;
var label = „კოორდინატებია „ + xPos + „, „ + yPos;
ამ სახელმძღვანელოში ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა ბრძანებები t, e, x, t, left parenthesis, right parenthesis ბრძნებით გამოყვანილ სტრინგებში ტექსტის ზომის და ფერის შესაცვლელად. თქვენ შეგიძლიათ, წაიკითხოთ მეტი ამ ბრძანებების შესახებ ჩვენი დოკუმენტაციის ტექსტის ნაწილში (დააწკაპეთ „დოკუმენტაციის" ტაბს, რათა შეხვიდეთ).
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.