If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

JS-ში მათემატიკური გამოსახულებების გამოყენება

ენა JavaScript-ში (და პროგრამირების ენათა უმეტესობაში), ჩვენ შეგვიძლია მათემატიკური ოპერატორების გამოყენება რიცხვების გამოსათვლელად და გამოსახულებების შესადგენად.
თქვენ უკვე იხილეთ + ოპერატორის საშუალებით JS-ში მიმატების მაგალითები. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ - გამოკლებისთვის, * გამრავლებისთვის, / გაყოფისთვის და % ნაშთის მისაღებად. აქ მოცემულია ამ ოპერატორების გამოყენების მაგალითები:
var x = 10;
var a = x + 5; // მივამატოთ  5, შედეგი იქნება 15
var b = x - 5; // გამოვაკლოთ 5, შედეგი იქნება 5
var c = x * 2; // გავამრავლოთ 2-ზე, შედეგი იქნება 20
var d = x / 4; // გავყოთ  4-ზე,შედეგი იქნება 2{,}5
var e = x % 4; // გავყოთ  4-ზე და დავაბრუნოთ ნაშთი, შედეგი იქნება 2
როდესაც ერთ გამოსახულებაში რამდენიმე მათემატიკურ ოპერატორს იყენებთ, კომპიუტერი მიჰყვება „მოქმედებების თანმიმდევრობას", რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ის ყოველ ჯერზე დაითვლის იგივე შედეგს. ეს მოქმედებების იგივე მიმდევრობაა, რომელიც სავარაუდოდ შეისწავლეთ მათემატიკის გაკვეთილებზე და მას მოიხსენებენ, როგორც „PEMDAS": ფრჩხილები, ხარისხები, გამრავლება, გაყოფა, მიმატება, გამოკლება. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ მეტი მოქმედებების თანმიმდევრობის შესახებ ხანის აკადემიაში.
მაგალითად, ამ კოდში, პირველ რიგში კომპიუტერი გამოითვლიდა ფრჩხილებში მოთავსებულ გამოსახულებებს, შემდეგ მათ გაამრავლებდა და საბოლოოდ ამ ოპერაციების შედეგს მიუმატებდა 100-ს.
  var x = 10;
  var a = (x + 10) * (x / 2) + 100;
ზუსტად ისევე, როგორც მათემატიკურ გამოსახულებებშია, თქვენ დაგჭირდებათ ფრჩხილები, თუ გსურთ, რომ თქვენი გამოსახულება გამოითვალოს იმისგან განსხვავებით, როგორც გამოითვლებოდა მოქმედებათა მიმდევრობის მიხედვით. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ, გამოტოვოთ ფრჩხილები.
შემდეგ ჩვენ განვიხილავთ უფრო რთული ცვლადებისა და მათემატიკური ოპერატორების შემცველი გამოსახულებების მაგალითს. თუ გსურთ, ჯერ გაეთამაშეთ ამ მათემატიკურ ოპერატორებს, რათა დარწმუნდეთ, რომ კარგად გესმით, თუ როგორ ითვლის მათ კომპიუტერი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.