If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა ვისწავლოთ შემდეგ

უკვე უყურეთ ყველა აუდიოგაკვეთილს და შეასრულეთ ყველა გამოწვევა, რომელიც აქამდე შეგხვდათ? შესანიშნავია!
სანამ შემდეგი თემის სწავლაზე ვისაუბრებდეთ, მოდით, მიმოვიხილოთ, რა ისწავლეთ აქამდე: JavaScript და ProcessingJS.

მიმოხილვა: JavaScript

სამყაროში ბევრი პროგრამირების ენა არსებობს და JavaScript-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. პროგრამირების ენა ტიპიურად მოიცავს კომპიუტერის მეხსიერებაში მონაცემების შენახვის, ამ მონაცემებთან მუშაობის, კოდის ორგანიზების და მრავალჯერ გაშვების გზებს. თქვენ შეისწავლეთ ამ ყველაფრის გაკეთება JavaScript-ში ამ კურსების საშუალებით:
  • ცვლადები: როგორ გამოვაცხადოთ ცვლადები, მივანიჭოთ, მივანიჭოთ თავიდან, და ლოკალური და გლობალური წვდომის არეების შედარება.
  • მონაცემთა ტიპები: რიცხვები, ბულის მნიშვნელობები და ოპერატორები, ტექსტური მნიშვნელობა - სტრინგები, მასივები და ობიექტები.
  • ფუნქციები: როგორ დავაჯგუფოთ კოდი ფუნქციებში, გადავცეთ მათ არგუმენტები და დავაბრუნოთ მნიშვნელობები ფუნქციებიდან.
  • პირობითი დებულებები: როგორ გამოვიყენოთ if/else დებულებები და ლოგიკური გამოსახულებები.
  • ციკლები: როგორ გამოვიყენოთ while და for ციკლები კოდის გასამეორებლად.
თუ პროგრამირების ახალ ენას ისწავლით, სავარაუდოდ, აღმოაჩენთ, რომ მასში არსებული მრავალი კონსტრუქცია არსებობს JavaScript-შიც და ხშირად განსხვავება მხოლოდ სინტაქსსა და მცირე დეტალებშია.

მიმოხილვა: ProcessingJS

იმისათვის, რომ გაგვეხალისებინა თქვენთვის JavaScript-ის სწავლა, ჩვენ შემოგთავაზეთ ხატვისა და ანიმაციის „ბიბლიოთეკა" სახელად ProcessingJS. ეს ბიბლიოთეკა გაძლევთ ფუნქციების კრებულს, რომელთა გამოყენებაც უკვე შეისწავლეთ და ამ ფუნქციებმა იციან გვერდზე განთავსებულ სამუშაო სივრცეზე პიქსელების დახატვა. აი, თქვენს მიერ შესწავლილი ბიბლიოთეკა ProcessingJs-ის გამოყენების მაგალითები:
  • ფორმები: როგორიცაა rect(), ellipse() და line()
  • ფერები: როგორიცაა fill(), stroke() და background()
  • ტექსტი: როგორიცაა text() და textSize()
  • მოვლენები: როგორიცაა draw() და mousePressed()
  • მათემატიკა: როგორიცაა random() და dist()
თუ JavaScript-ს გამოიყენებთ ProcessingJS–ის ბიბლიოთეკის ჩატვირთვის გარეშე, ამ ფუნქციებთან წვდომა არ გექნებათ. სწორედ ამიტომ ვტვირთავთ თქვენთვის ამ ბიბლიოთეკას ყოველთვის.

მეტის სწავლა

პროგრამირების სწავლის გაგრძელების უამრავი გზა გაქვთ: შეგიძლიათ, უფრო ღრმად შეისწავლოთ ის, რაც აქ ისწავლეთ, ან ისწავლოთ რაიმე მასთან დაკავშირებული.

გაიგეთ მეტი ხანის აკადემიაზე

ხანის აკადემიაში გვაქვს მაღალი დონის გაკვეთილების სამი კურსი სტატიებით და გამოწვევებით:

ისწავლეთ მეტი JavaScript

JavaScript–ის, როგორც ენის, შესასწავლად ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი და ამის სწავლა ონლაინ ბევრ ადგილას შეგიძლიათ. ამ გაკვეთილში შეიძლება, მიხვდეთ, რომ საფუძვლები უკვე იცით, ამიტომ გამოტოვეთ ისინი მანამ, სანამ არ შეგხვდებათ ისეთი რამ, რაც არ იცით, ან გადაიმეორეთ ისინი გასავარჯიშებლად.

მეტი ProcessingJS-ის სწავლა

ProcessingJS არის ძლიერი ბიბლიოთეკა და ჩვენ მხოლოდ მისი ნახევარი გაგაცანით.
თამაშებსა და ვიზუალიზაციაზე და ბუნებრივ სიმულაციებზე ჩვენი გაძლიერებული გაკვეთილების გარდა შეგიძლიათ, უყუროთ ჩვენი კოლექტივის წევრების მიერ მომზადებულ გაკვეთილებს.

დიდ პროექტზე მუშაობა

ზოგჯერ, პროგრამირების შესწავლის საუკეთესო გზა არის ისეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ძალიან გიტაცებთ.
  • მოაწყვეთ „ბრეინსტორმინგი" და მოიფიქრეთ იდეები თამაშისთვის, სიმულაციისთვის ან სიუჟეტისთვის და აირჩიეთ ისეთი, რომელიც რთულად მოგეჩვენებათ (მაგრამ ძალიან რთულადაც არა).
    • დაგეგმეთ, გამოიყენეთ ფსევდოკოდი, ჩაიწერეთ გეგმა ფურცელზე ან ჩაწერეთ დოკუმენტში.
  • დაიწყეთ თქვენი პროექტის დაპროგრამება და როდესაც გაიჭედებით, სცადეთ, მოძებნოთ პროგრამები, რომლებიც მსგავს რაღაცებს აკეთებენ (გადახედეთ ჩვენს ოფიციალურ აუდიოგაკვეთილებს ან მომხმარებელთა პროგრამებს) და დასვით შეკითხვები.
  • გაუზიარეთ პროექტი თქვენს მეგობრებს და ოჯახს, როდესაც დაამთავრებთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე თუ რამდენი შეისწავლეთ.

ისწავლეთ ვებ დეველოპმენტი

ყველა ვებგვერდი დაწერილია HTML-ში (მათი სტრუქტურის განსასაზღვრად), CSS-ში (სხვადასხვა შრიფტებისა და ფერების საშუალებით ლამაზი იერის მისაცემად) და JavaScript-ში (რათა გავხადოთ ისინი ინტერაქტიულები, მაგალითად, ღილაკზე დაჭერის შედეგად ანიმირებით). თქვენ უკვე იცით JavaScript-ის საფუძვლები, მაგრამ თუ გსურთ ვებგვერდების შექმნა, თქვენ ასევე უნდა ისწავლოთ HTML და CSS, მაგალითად, ამ ონლაინ სახელმძღვანელოების საშუალებით:
როდესაც მიეჩვევით HTML- სა და CSS-ს, თქვენ დაგჭირდებათ JavaScript-ის „DOM API"-ის გამოყენების შესწავლა. ეს ბიბლიოთეკაა, რომელიც გაძლევთ საშუალებას, იმოქმედოთ ვებგვერდზე JavaScript-ის გამოყენებით:

ისწავლეთ ახალი ენები

თუ JavaScript-ი თქვენთვის ძალიან კომფორტულია, შეიძლება, სრულიად ახალი ენის სწავლა გსურდეთ. აი, რამდენიმე ენა, რომლებმაც შეიძლება, დაგაინტერესოთ:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.