If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მეტი რჩევა გამართვაზე

არსებობს თქვენი პროგრამების გამართვის („დებაგის") მრავალი გზა! აი, სია, რომელიც დაგეხმარებათ დაწყებაში:
გამართვის დაბეჭდვა
როგორც უკვე გაჩვენეთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩასვათ თქვენს კოდში print()-ები ან println()-ები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რომელი კოდები არის გამოძახებული და რა მნიშვნელობებს მოიცავს იგი. ორივე ამ ბრძანებას გამოჰყავს მნიშვნელობები კონსოლში, რომელიც ამოხტება სახატავ სივრცეზე. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ debug(), რათა გაუგზავნოთ გამომავალი მნიშვნელობები თქვენი ბრაუზერის JavaScript-ის კონსოლს (თუ იცით მისი გამოყენება.).
პროგრამაში კონსოლში ბეჭდვის გამოყენების ეკრანის ანაბეჭდი
გამართვა რეზინის იხვით
დასვით რეზინის იხვი თქვენი კომპიუტერის გვერდით (ან ნებისმიერი ხელმისაწვდომი იხვისმაგვარი ნივთი, რომელთანაც ხელი მიგიწვდებათ) და ხაზ-ხაზად აუხსენით მას თქვენი პროგრამის მოქმედების პრინციპი და მასში არსებული პრობლემა. მრავალი პროგრამისტი ხვდება, რომ პრობლემის სიტყვიერად გადმოცემა ეხმარება მათ ტვინს პრობლემის გააზრებასა და პოვნაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ, სთხოვოთ თქვენს მეგობარს ან მასწავლებელს, შეასრულონ რეზინის იხვის როლი, უბრალოდ დასხდნენ და მოგისმინონ. ზოგჯერ, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის გზაც კი მოიფიქრონ და გითხრან, თუმცა, მხოლოდ მოსმენითაც გეხმარებიან.
ხანის აკადემიის ოფისში არსებული ნივთებიდან, ეს არსება ყველაზე მეტად ჰგავს რეზინის იხვს:
ლეპტოპის გვერდით მჯდომი გამძღარი „ოჰ, არა" კაცუნას სურათი
გააზვიადეთ თქვენი გამომავალი მნიშვნელობა
იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ქმნით პროგრამებს ProcessingJS-ში, საქმე გაქვთ მრავალ ფერთან და ზღვრულ ჩარჩოსთან. როდესაც შედეგად ვერ ვხედავ მოსალოდნელ ვიზუალს, ზოგჯერ გამოსადეგია ძალიან დიდი მნიშვნელობების მინიჭება ფერის შევსების ან ჩარჩოს სისქის განსასაზღვრად, მაგალითად - strokeWeight(30). იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გარემო რეალურ დროში მოქმედებს და მოიცავს რიცხვების საშლელებს, საკმაოდ მარტივია თქვენს პროგრამაში რიცხვების შეცვლა იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რა ზემოქმედება ექნება ამას გამომავალ მნიშვნელობაზე. მაგალითად, ეს შეიძლება გამოგადგეთ, როცა ვერ იგებთ, თუ სად გაქრა ფიგურა.
გაზვიადებული strokeWeight()-ის მქონე პროგრამის ეკრანის ანაბეჭდი
კარგი იდეაა, რომ მიეჩვიოთ ყველა პროგრამის გამართვის მეთოდს, რათა მომავალში მარტივად მიხვდეთ, თუ რომელი მეთოდია საუკეთესო კონკრეტული სიტუაციისათვის.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.