ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 1
გაკვეთილი 5: ანიმაციის საწყისებირა არის ანიმაცია?
გილოცავთ, თქვენ უკვე ისწავლეთ ნახატების შექმნა პროგრამირების უნარების გამოყენებით! ახლა თქვენ ისწავლით ამ ნახატების ანიმაციებად გადაქცევას კოდის რამდენიმე დამატებითი ხაზის საშუალებით.
პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ანიმაცია. როგორ გააკეთებდით ანიმაციას პროგრამირების გარეშე?
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე ნახატი ფურცელზე, შემდეგ გადაშალოთ ეს ფურცლები ისე, რომ ნახატები მიმდევრობას ქმნიდნენ და დაამსგავსოთ ეს ანიმაციას. ეს ყველაფერი ანიმაციას მხოლოდ მაშინ დაემსავსება, როდესაც ყველა ნახატი მცირედ იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. მაგალითად, შეხედეთ ამ ფურცელზე დახატული ქუჩაში მიმავალი მანქანის ანიმაციას:
სავარაუდოდ ამ ანიმაციის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ის შესანიშნავი არაა. ის საკმაოდ რხევადია და საერთოდ არ შეიცავს ფერს.
მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მომავალში! ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი ანიმაცია პროგრამულად, მხოლოდ რამდენიმე ათეული კოდის დაწერით, მაგალითად, ისეთი, როგორიც ეს:
გსურთ ამის დაპროგრამების შესწავლა? განაგრძეთ!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- ყველაზე დახვეწილი ანიმაციები და თამაშები ყველა ჯავასკრიპტით კეთდება?თუ რითი?მადლობა წინასწარ(3 მოწონება)
- literally thank you so much for this guidens(2 მოწონება)
- როგორ შევქმნა ანიმაცია(0 მოწონება)
- როგრ უნდა ავამოძრაოთ ანიმაცია კომპიუტერში?(0 მოწონება)