ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 4
გაკვეთილი 4: ორგანზომილებიანი თამაშის შექმნა: მხტუნავი თახვიქულების მოპოვება და მოგება
კარგი, მაგრამ როგორი თამაში გამოვა, თუ მოგება და წაგება არ არსებობს? ეს ცხოვრებაა! ჰაჰა, დავამატოთ ქულა და მოგების მდგომარეობა თამაშს. შეფასების სისტემის ბევრი ვარიანტი გვაქვს:
- დათვალეთ, რამდენ ჯოხს მოაგროვებს თახვი.
- დათვალეთ, რამდენ ჯოხს გამოტოვებს თახვი.
- მიანიჭეთ მეტი ქულა უკეთესი აკურატულობის დროს - მაგალითად, თახვსა და ჯოხის ცენტრს შორის მანძილის მიხედვით.
ზოგჯერ, თამაშებში მთავარია ქულები და თქვენი ქულების ამაღლება, მაგრამ სხვა შემთხვევებში მათ გამოკვეთილი გამარჯვების ან დამარცხების მდგომარეობები აქვთ. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ თამაშში?
- გამოაცხადეთ მოთამაშე გამარჯვებულად, თუ ის მოაგროვებს ჯოხების გარკვეულ პროცენტს (100%-მდე).
- დამარცხებულად გამოაცხადეთ, როგორც კი გამოტოვებს ჯოხების გარკვეულ პროცენტს.
- დამარცხებულად გამოაცხადეთ, თუ ჯოხების გარკვეულ რაოდენობას გამოტოვებს ზედიზედ.
სიმარტივისთვის, გამოვიყენოთ პირველი ვარიანტი: ქულას შევაფასებთ შეგროვებული ჯოხების რაოდენობის მიხედვით და მოთამაშეს გამარჯვებულად გამოვაცხადებთ, თუ ჯოხების 90%-ს მოაგროვებს.
გვინდა, რომ ქულა ყოველთვის ჩანდეს, ამიტომ შეგვიძლია, ტექსტური ბრძანება დახატვის ფუნქციაში დავამატოთ:
text("Score: " + beaver.sticks, 20, 20);
გამარჯვების მდგომარეობისთვის უნდა მოვიფიქროთ პირობა, რომლის შემოწმება შეგვიძლია თითოეულ ჯერზე და შემდეგ რაიმე საზეიმო აღნიშვნის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ ის ჭეშმარიტია. აი, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ჯოხების 95% აიღეთ:
if (beaver.sticks/sticks.length >= 0{,}95) {
text("თქვენ გაიმარჯვეთ!!!!", width/2, height/2);
}
სცადეთ თამაში! შეგიძლიათ მოგება?
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.