ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 4
გაკვეთილი 6: გარდაქმნებიკუთხით მობრუნება
ბადის გადაადგილების გარდა თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ, მოაბრუნოთ ის
rotate()
ფუნქციით. ეს ფუნქცია იღებს 1 არგუმენტს, რომელიც აღნიშნავს მობრუნების თქვენთვის სასურველ გრადუსულ ზომას.ProcessingJS-ის ვერსიაში, რომელსაც ხანის აკადემიაზე ვიყენებთ, ყველა ფუნქცია, რომელსაც შეხება აქვს კუთხით მობრუნებასთან, კუთხეს ნაგულისხმევად ზომავს გრადუსებში, მაგრამ აგრეთვე შესაძლებელია მათი ისე კონფიგურაცია, რომ კუთხები რადიანებში გაზომონ (რადიანი კუთხის საზომი სტანდარტული ერთეულია). თუ რადიანების გამოყენება გსურთ, შეგიძლიათ, დააყენოთ
angleMode = "radians";
თქვენი პროგრამის ზედა ნაწილში.როდესაც ვსაუბრობთ კუთხეებზე გრადუსებში, ვამბობთ, რომ სრულ წრეს აქვს 360°. როდესაც ვსაუბრობთ კუთხეებზე რადიანებში, ვამბობთ, რომ სრულ წრეს აქვს 2π რადიანი. აი, დიაგრამა, რომელიც შეგახსენებთ კუთხეებსა და რადიანებს წრეში:
გსურთ, კუთხური გაზომვების მიმოხილვა ან სწავლა? შეგიძლიათ, გადახედოთ ჩვენს "კუთხის საფუძვლებსა და გაზომვებს" აქ - ხანის აკადემიაზე.
მოდით, რაიმე ადვილი ვცადოთ: კვადრატის 45 გრადუსით მობრუნება
ჰეი, რა მოხდა? კვადრატი რატომ გადაადგილდა და ჩამოიჭრა? პასუხი შემდეგია: კვადრატი არ გადაადგილებულა. ბადე კუთხით მობრუნდა. აი, რა მოხდა რეალურად. როგორც მობრუნებულ საკოორდინატო სისტემაზე ხედავთ, კვადრატის ზედა მარცხენა კუთხე კვლავ (40, 40)-ზეა.
მობრუნების სწორი გზა
კვადრატის მობრუნების სწორი გზა არის შემდეგი:
- გადაიტანეთ საკოორდინატო სისტემის სათავე (0, 0) იქ, სადაც გსურთ, რომ იყოს კვადრატის ზედა მარცხენა კუთხე.
- მოაბრუნეთ ბადე 45°-ით (π/4 რადიანით)
- დახატეთ კვადრატი საკოორდინატო სათავეზე.
აი, მობრუნებული კვადრატის პროგრამა, რომელიც სწორად არის დაწერილი. შევნიშნოთ კოდში განსხვავება: ეს პროგრამა აკეთებს
translate(40, 40);
-ს და შემდეგ rect(**0, 0,** 40, 40);
-ს მხოლოდ rect(**40, 40,** 40, 40);
-ის ნაცვლად.ეს სტატია არის დევიდ აიზენბერგის 2-განზომილებიანი გარდაქმნების ადაპტაცია, რომელიც გამოყენებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike ლიცენზიით.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.