ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
რა არის სცენები?
ბევრ თამაშსა და ვიზუალიზაციას აქვს „სცენები" და მათ ესაჭიროებათ ამ „სცენების" მართვის საშუალება. რას ვგულისხმობ სცენებში?
მაგალითისთვის ავიღოთ ბუშტის მხეთქავი. მას 4 სცენა აქვს:
| საწყისი სცენა |
|
| თამაშის აღმწერი სცენა |
|
| თამაშის სცენა |
|
| თამაშის დასრულების სცენა |
|
თამაშთა უმრავლესობას აქვს ეს სცენები. თითოეული სცენა არის პროგრამის უნიკალური მდგომარეობა, რომელსაც ეკრანზე გამოაქვს განსხვავებული ინფორმაცია, და მომხმარებელს გარკვეული გზით შეუძლია ერთი სცენიდან შემდეგ სცენამდე მისვლა. შეიძლება, ეს იყოს მაუსის დაწკაპუნება ან კლავიშზე დაჭერა, ან, თუნდაც, სცენის არჩევა მენიუდან.
როგორც კი გაიაზრებთ, რომ სცენების მსგავსი რამ გჭირდებათ თქვენი პროგრამისათვის, მოგიწევთ, გადაწყვიტოთ, როგორ დააპროგრამებთ მათ. როგორც პროგრამირებაში ხდება ხოლმე, ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ჩვენ რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.