If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ProcessingJS-ის ხანის აკადემიის გარეთ გამოყენება

ჩვენ რედაქტირების დიდებული გარემო გვაქვს - ის არის რეალურ დროში განახლებადი და გეხმარებათ შეცდომების ჩვენებით, გაძლევთ რიცხვების ამრჩევს და ფერების ამრჩევს. ჩვენი გარემო მორგებულია ახალბედა პროგრამისტებზე — დღეში ათასობით მათგანს ვიღებთ და გვინდა, მათ JavaScript-ის შესწავლა გავუმარტივოთ.
როგორც კი JavaScript-ს გაიცნობთ და დაიწყებთ უფრო დიდი და კომპლექსური პროგრამების წერას, შეიძლება, მოგინდეთ მეტი ფუნქციის ქონა თქვენი კოდის წერის გარემოში. შეიძლება, არ გინდათ რეალურ დროში განახლებები, ან გსურთ თქვენი კოდის რამდენიმე ფაილში ჩასმა, ან ვერსიის კონტროლის სისტემასთან ინტეგრაცია გსურთ. ან შეიძლება, უბრალოდ, გინდათ, თქვენი ProcessingJS პროგრამების თქვენს ვებგვერდში ინტეგრაცია შეგეძლოთ.
ამ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენი ProcessingJS პროგრამების წერა ხანის აკადემიის გარეთ განაგრძოთ. თქვენ არ შეგიძლიათ, დააკოპიროთ თქვენი პროგრამის კოდი ფაილში თქვენს გადმოსაწერ რედაქტორში და იხილოთ მუშა პროგრამა. რატომ ხდება ასე?
ProcessingJS არის ბიბლიოთეკა, რომელიც დაშენებულია ვებტექნოლოგიებზე. როდესაც მისი გამოყენებით წერთ კოდს ხანის აკადემიაზე, ჩვენ ვქმნით ვებგვერდს (HTML ფაილს) კულისებს მიღმა, ვაწებებთ <canvas> ტეგს მასში, ვტვირთავთ ProcessingJS JavaScript ბიბლიოთეკას და შემდეგ ვუშვებთ თქვენი პროგრამის კოდს.
ეს ნიშნავს, რომ თუ გსურთ, იმუშავოთ თქვენს პროგრამაზე ხანის აკადემიის გარეთ, უნდა შექმნათ HTML ფაილი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ჩვენ.
აი, მაგალითი, რომლიდანაც შეგიძლიათ, დაიწყოთ:
ეს მაგალითი შექმნილია ჩვენი ვებგვერდის გარემოს გამოყენებით. თუმცა მისი გადაწერა შეგიძლიათ HTML ფაილში სხვა ნებისმიერ კოდის დასარედაქტირებელ გარემოში.
თუ თქვენს პროგრამას გადაწერთ ამ შაბლონში, შეიძლება, ყველაფერმა სრულყოფილად იმუშავოს და შეგიძლიათ, სიხარულისგან ხტუნვა დაიწყოთ!
თუ ყველაფერი კარგად არ მუშაობს, ეს შეიძლება, იმიტომ იყოს, რომ შაბლონი არ იყენებს ProcessingJS-ის ზუსტად იგივე ვერსიას, რომელსაც ხანის აკადემიაზე ვიყენებთ. ჩვენი ვერსია შექმნილია სპეციალურად KA-ზე (ხანის აკადემიაზე) გამოსაყენებლად, ამიტომ რეკომენდაციას ვუწევთ ოფიციალური ProcessingJS ბიბლიოთეკის გამოყენებას, როდესაც ხანის აკადემიის გარეთ მუშაობთ.
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს ProcessingJS-სა და ოფიციალურს შორის:
  • KA იყენებს mouseIsPressed-ს mousePressed-ის ნაცვლად გლობალური ბულენისთვის (ორობითი მნიშვნელობა, ინგლ. Boolean). ანალოგიურად, KA იყენებს keyIsPressed-ს keyPressed-ის ნაცვლად. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეცვალოთ mouseIsPressed და keyIsPressed როდესაც შაბლონში გადაწერთ თქვენს კოდს.
  • KA საწყისად იყენებს გრადუსებს ყველა კუთხური პარამეტრისათვის რადიანების ნაცვლად. თუ კუთხეებისთვის იყენებთ გრადუსებს, მათი გადაყვანა შეგიძლიათ using radians()-ის გამოყენებით.
  • KA იყენებს getImage()-ს და getSound()-ს სურათებისა და ხმებისათვის, რაც ოფიციალურ ვერსიაში არ არსებობს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ PImage სურათებისთვის და მოგიწევთ, შექმნათ <audio> ტეგი ხმების გასაშვებად.
ოფიციალურ ვერსიას, აგრეთვე, აქვს ფუნქციონალობის უფრო ფართო დიაპაზონი, როგორიცაა ფოტოებზე მანიპულირება და მეტი 3-განზომილებიანი შესაძლებლობა. ამ ყველაფერის ნახვა შეგიძლიათ მათ დოკუმენტაციაში.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, ვნახოთ ის პროგრამებიც, რომელთაც წერთ ხანის აკადემიის მიღმა, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ გაგვიზიარებთ მათ, როგორც კი მორჩებით. შეგიძლიათ ისინი გადმოიყვანოთ ProcessingJS-ის ჩვენს ვერსიაზე, ან გააზიაროთ ჩვენი ვებგვერდის გარემოში.
შემდეგში მე ვილაპარაკებ მეტს გადმოსაწერ რედაქტორებზე და გამართვის იარაღებზე.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.