If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კოდის სხვადასხვა რედაქტორის გამოყენება

ახლა, როცა უკვე ნახეთ, როგორ წეროთ პროგრამები ProcessingJS-ში ვებგვერდზე ხანის აკადემიის გარეთ, მზად ხართ, გამოსცადოთ მეტი კოდის რედაქტორი -- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი გაქვთ, ცხადია.
რომელ რედაქტორშიც არ უნდა მუშაობდეთ, აუცილებლად დაიმახსოვრეთ თქვენი მთავარი ფაილი სახელით, რომელიც მთავრდება „.html"-ით— ეს არის ფაილის გაფართოება, რომელიც გამოიყენება HTML გვერდებისთვის, რათა რედაქტორებმაც და ბრაუზერებმაც იცოდნენ, რა არის ის. თუ გსურთ, თქვენი JavaScript ჩამოაშოროთ თქვენს HTML-ს, შეგიძლიათ, ის დაიმახსოვროთ „.js" გაფართოებით და მიმართოთ მას <script> ტეგით.

ონლაინ რედაქტორები

ერთი ვარიანტია ონლაინ რედაქტორის გამოყენება, რომელიც ჰგავს ჩვენს რედაქტორს დამატებითი მახასიათებლებით. ონლაინ რედაქტორის გამოყენება თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, თუკი გაქვთ კომპიუტერი, რომელიც არ გაწერინებთ აპლიკაციებს, ან გსურთ იგივე რედაქტორის გამოყენება რამდენიმე კომპიუტერში. პოპულარული ონლაინ რედაქტორებია JSBin, Glitch, და Repl.it. თუ ChromeBook-ზე ხართ, შეგიძლიათ, დააინსტალიროთ ქრომის ვებ აპლიკაცია, როგორიცაა Caret ან Zed.
აი, ვიდეო, რომელშიც მე ვარედაქტირებ ვებგვერდს Cloud9-ში (ჩვენი კურსიდან ვებგვერდების შექმნის შესახებ):
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

გადმოსაწერი რედაქტორები

კიდევ ერთი ვარიანტი არის გადმოსაწერი რედაქტორი. აპი გადმოიწერება თქვენს კომპიუტერში და დაიმახსოვრებს ფაილებს თქვენს მყარ დისკზე. არსებობს უამრავი გადმოსაწერი რედაქტორი, რომლებიც შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფასისა და ოპერაციული სისტემის მიხედვით. პოპულარული გადმოსაწერი რედაქტორებია Visual Studio Code, Atom, Sublime Text, Adobe Brackets და Notepad++ (ვინდოუსისათვის).
აი, ვიდეო, რომელშიც მე ვარედაქტირებ ვებგვერდს Sublime Text-ში (ჩვენი კურსიდან ვებგვერდების შექმნის შესახებ):
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

ბრძანების სტრიქონის რედაქტორები

მესამე ვარიანტია ბრძანების სტრიქონის რედაქტორის გამოყენება. თუ ჯერ არ გაცნობიხართ ბრძანების სტრიქონს, მაშინ არ გირჩევთ ამ გზის გაყოლას, რადგან ჯერ დაგჭირდებათ ბევრი რამის სწავლა ბრძანების სტრიქონის შესახებ, თუმცა თუ კლავიატურით ნავიგაცია და ბეჭდვა უფრო გიყვართ, ვიდრე ამის მაუსით კეთება, შეიძლება, აღმოაჩინოთ, რომ ბრძანების სტრიქონის შესაძლებლობები ძალიან გამოგადგებათ. ბრძანების სტრიქონის 2 პოპულარული რედაქტორია Emacs და Vim და ისინი ხშირად უკვე დაინსტალირებულია Unix-ზე დაფუძნებულ სისტემებზე, როგორიცაა Macs და Linux.
აი, ვიდეო, რომელშიც მე ვარედაქტირებ ვებგვერდს Vim-ში (ჩვენი კურსიდან ვებგვერდების შექმნის შესახებ):
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

რედაქტორის შერჩევა

რომელი უნდა გამოიყენოთ? ამ დროისათვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ხანის აკადემიის რედაქტორები. თუმცა, საბოლოოდ დაგჭირდებათ მინიმუმ ერთი სხვა რედაქტორის სწავლა. პროგრამისტს ეხმარება რამდენიმე რედაქტორში წერის ცოდნა, რადგან შეიძლება, დაგჭირდეთ სხვა რედაქტორის გამოყენება უნივერსიტეტის რომელიმე საგანში ან კომპანიაში მუშაობისას.
შეგიძლიათ, სცადოთ რამდენიმე ვარიანტი და ნახოთ, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად. აგრეთვე, შეგიძლიათ, ჰკითხოთ თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს, რას იყენებენ. ხშირად კარგი ვარიანტია იმ რედაქტორის არჩევა, რომელსაც თქვენი ნაცნობები იყენებენ, რადგან საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, მათ მიმართოთ დახმარებისთვის.
მაგალითად, აი, ხანის აკადემიაზე ჩემი კოლეგების მიერ გამოყენებული რედაქტორების გრაფიკი:
რედაქტორების პოპულარულობის სვეტოვანი დიაგრამა—VSCode, Sublime, Emacs, VIM, ამ მიმდევრობით.
გამოკითხვა ბოლოს ჩატარდა 2018-ში, რედაქტორების პოპულარულობა ხშირად იცვლება.
თუ ამას კითხულობთ და უკვე იყენებთ სხვა რედაქტორს, შეგიძლიათ, ქვემოთ რჩევებში გაგვიზიაროთ, რას იყენებთ და რატომ მოგწონთ ის. დამატებითი ქულებისათვის გააზიარეთ რჩევები ProcessingJS პროგრამების შესაქმნელად თქვენს საყვარელ რედაქტორში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.