ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8
გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი- მოგესალმებათ „გაიცანი პროფესიონალი"!
- სარა ნორთვეი, თამაშების შემქმნელი და მოხეტიალე
- ბრენდა ჯინი, მობილურის პროტოტიპების შემქმნელი და დიჯეი
- ტომ ჰაინანი, მობილურის დეველოპერი, პილოტი და ზომბი
- ემი ქუისპი, მონაცემთა გამათავისუფლებელი და დეველოპერთა დამკავშირებელი
- ბილ მილსი, ფიზიკოსი და ინტერდისციპლინარული პროგრამისტი
- კერი კაი, მკვლევარი და მოცეკვავე
- ფილიპ გუო, Python-ის მასწავლებელი და მწერალი
- ლაურენ ჰეინსი, პროდუქტების მენეჯერი
- მარკოს ოიედა, დიზაინერი, დიჯეი და ძაღლის პატრონი
- ალისონ ლუბიმირი დამხმარე ინჟინერი და კატების მოტრფიალე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ტომ ჰაინანი, მობილურის დეველოპერი, პილოტი და ზომბი
გამარჯობა, მე ტომ ჰეინანი ვარ!
რაზე მუშაობთ?
ვმუშაობ კომპანიაში, სახელად One Medical Group, რომელიც არის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სამედიცინო სამსახური. დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობ ჩვენს მობილურ აპლიკაციაზე მუშაობას Objective-C-ში, რომელშიც იმპლემენტაციას ვუკეთებთ ყველანაირი უახლესი ტექნოლოგიის პროდუქტების ფუნქციებს, რომელთა მიზანია ხალხის დახმარება მათი ჯანმრთელობის ეფექტურად კონტროლში. მე, აგრეთვე, ვწერ ბექენდის მცირეოდენ კოდს Ruby-ში, რომლის საშუალებითაც დეველოპერობას ვუწევ API-ებს, რომლებიც ჩვენს აპლიკაციებს სჭირდება ჯანმრთელობის მონაცემების უსაფრთხოდ და სანდოდ კომუნიკაციისთვის.
ჩვენი პაციენტები იყენებენ მობილურ აპლიკაციას შეხვედრის დასაჯავშნად, იღებენ ვირტუალურ დახარისხებას ფართოდ გავრცელებული პრობლემების ქონის შემთხვევაში და ეკონტაქტებიან თავიანთ ექიმებს, ასე რომ, მაქსიმალურად ვცდილობ, გავმართო პროგრამები და გავაუმჯობესო გამოყენებადობა დამატებითი განახლებებით, ამავდროულად ვგეგმავ და ვქმნი ახალი საინტერესო მახასიათებლების პროტოტიპებს.
როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?
ჩემმა მშობლებმა იყიდეს ჩვენი პირველი კომპიუტერი 1986 წელს, ამავე წელს ვარ დაბადებული. ეს იყო Apple IIGS და GS/OS-ით გართობა კითხვის სწავლისთანავე დავიწყე. ვისწავლე საბაზისო HTML და JavaScript დაწყებით სკოლაში (კომპიუტერის ღირსების ბეჯიც კი მივიღე ბოისკაუტებში!) და შემდეგ გავიარე კომპიუტერული მეცნიერებების გაძლიერებული კურსი უმაღლეს სკოლაში — კურიკულუმი, რომელიც, ძირითადად, შედგებოდა Java-ს შესავლისგან. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, გამოვტოვე ტრადიციული ენის ბევრი კურსი (BASH სკრიპტინგი, C++) და ამის ნაცვლად თვითონ შევისწავლე Ruby, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ენაა დღეს.
ჩემთვის ნებისმიერი ენის შესწავლისას ყველაზე რთულია საწყისი წერტილის პოვნა. დოკუმენტაციის 100 გვერდის აღება და მის რაიმე გამოსადეგად გადაქცევა შეუძლებელი მგონია, ამიტომ ამის ნაცვლად ვცდილობ, ავიღო რაიმე იდეა და ვიპოვო საჯაროდ ხელმისაწვდომი პროექტი იმ ენაში, რომლის სწავლასაც ვცდილობ. ამის შემდეგ შემიძლია, კოდის კვალდაკვალ მივყვე ლოგიკას და მივიღო საბაზისო სტრუქტურა, რომელზეც დავაშენებ საკუთარ ლოგიკას, პარალელურად ვიყენებ Google-ს. მსგავსი კონცეფციების დანახვაც მნიშვნელოვანია — კატეგორიების (ინგლ. Categories) გაგება Objective-C-ში გაცილებით უფრო იოლია, თუ უკვე იცით, რა არის ღია კლასები (ინგლ. Open Classes) Ruby-ში.
რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?
მუშაობისას ბევრ კოდს ვწერ, ამას ხშირად გასართობადაც ვაკეთებ, მაგრამ როცა კოდს არ ვწერ, მიყვარს დროის გარეთ გატარება. კემპინგი და ლაშქრობა ყოველთვის საინტერესოა, აქ კი, კალიფორნიაში, ბევრი დიდებული ადგილია. ამჟამად აგრეთვე პილოტის ლიცენზიის აღებაზე ვმუშაობ — შეხვედრებით დატვირთული დღის შემდეგ 3 000 მეტრზე აფრენა და მზის ჩასვლით დატკბობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
მე აგრეთვე ვუკრავ პიანინოსა და გიტარაზე და ზოგჯერ ვწერ სიმღერებს აქ და აქ. მიყვარს მსახიობობა და ჩემი უნივერსიტეტის იმპროვიზაციული კომედიის გუნდის წევრი ვიყავი რამდენიმე წლის განმავლობაში - ჩვენ ზოგჯერ ისევ ვიკრიბებით ნოვა-სკოტიაში, სადაც სკოლაში დავდიოდი. როცა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ხარ, დიდი დრო არ გრჩება მსახიობობისთვის, მაგრამ თუ გინახავთ AMC-ის „მოსიარულე მკვდრები", შეიძლება, გენახათ, როგორ მომკლეს ერთხელ ან ორჯერ. მითხრეს, რომ საკმაოდ კარგად მივათრევ ფეხებს.
რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?
იპოვეთ ენა, რომელიც გიყვართ, მისი გამოყენებით შექმენით მაგარი რამეები და არასოდეს შეგეშინდეთ ახლის ცდის.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.