ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8
გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი- მოგესალმებათ „გაიცანი პროფესიონალი"!
- სარა ნორთვეი, თამაშების შემქმნელი და მოხეტიალე
- ბრენდა ჯინი, მობილურის პროტოტიპების შემქმნელი და დიჯეი
- ტომ ჰაინანი, მობილურის დეველოპერი, პილოტი და ზომბი
- ემი ქუისპი, მონაცემთა გამათავისუფლებელი და დეველოპერთა დამკავშირებელი
- ბილ მილსი, ფიზიკოსი და ინტერდისციპლინარული პროგრამისტი
- კერი კაი, მკვლევარი და მოცეკვავე
- ფილიპ გუო, Python-ის მასწავლებელი და მწერალი
- ლაურენ ჰეინსი, პროდუქტების მენეჯერი
- მარკოს ოიედა, დიზაინერი, დიჯეი და ძაღლის პატრონი
- ალისონ ლუბიმირი დამხმარე ინჟინერი და კატების მოტრფიალე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
სარა ნორთვეი, თამაშების შემქმნელი და მოხეტიალე
გამარჯობა, მე სარა ნორთვეი ვარ!
რაზე მუშაობთ?
მე დიზაინს ვუკეთებ და ვაპროგრამებ ინდი ვიდეოთამაშებს. ჩემი ყველაზე ცნობილი თამაშია „ხელახლა აშენება“ (Rebuild) - პოსტ-აპოკალიფტური სტრატეგიული თამაში ბრაუზერებისა და მობილური ტელეფონებისათვის. ეს არ არის „ესროლე-ზომბის-თავში“ ტიპის თამაში; ამის ნაცვლად, თქვენს განკარგულებაშია ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების ქალაქი და გიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება მათ ცოცხლად დასატოვებლად. ის დაწერილია Adobe Flash (AS3 / AIR)-ში და მის შესაქმნელად დაახლოებით 1 წელი დამჭირდა. ამჟამად ვმუშაობ „ხელახლა აშენება 3-ზე“ (Rebuild 3), რისთვისაც ფული შევაგროვე Kickstarter-ზე.
მიყვარს ინდი თამაშების დეველოპერობა, რადგან არ მყავს უფროსი, ასე რომ, შემიძლია, ისეთი თამაში გავაკეთო, როგორიც მინდა, და თან ჩემი გრაფიკით. აგრეთვე, ბევრ როლს ვირგებ; ყველაფერი გამიკეთებია, ხელოვნების ნაწილი, ხმის დადება და მომხმარებლის მომსახურება. ეს ნიშნავს, რომ არასოდეს ვიწყენ, მაგრამ ზოგი როლი უფრო სახალისოა, ვიდრე სხვა. დაპროგრამება ჩემი საყვარელი ნაწილია.
როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?
კომპიუტერები პატარაობიდანვე მიყვარდა, ჯერ კიდევ 80-იან და 90-იან წლებში, რადგან მიყვარდა თამაშები, რომელთა თამაშიც მათი საშუალებით შეიძლებოდა. ვისწავლე გარსში სკრიპტის წერა, რათა თამაშების გაშვება შემძლებოდა, ვისწავლე, როგორ გამოვიყენო BBS-ები თამაშების გადმოსაწერად, შემდეგ ვისწავლე HTML, რათა შემძლებოდა ვებგვერდების გაკეთება ისეთ რამეზე, როგორიცაა... თქვენ გამოიცანით — რა. ნამდვილი პროგრამირების თავდაპირველი გამოცდილება მივიღე უნივერსიტეტის პირველ წელს და შემიყვარდა თავსატეხების სამყარო და ენა, რომელიც ყოველი პროგრამის უკან დგას. ჩემთვის პროგრამირება თამაშია.
ჩემი სპეციალობა იყო კომპიუტერული მეცნიერება, რომელიც ჩემთვის ზედმეტად დიდი დოზით შეიცავდა მათემატიკას, თეორიასა და წრედების დაფებს. ყველაზე მეტი იმ პროექტებიდან ვისწავლე, რომლებიც მაინტერესებდა, და არა — წიგნებიდან ან მასწავლებლებიდან. ჩემი საყვარელი პროექტი იყო თამაში, რომელიც ერთ ბიჭთან (მომავალ ქმართან!) ერთად დავწერე. ეს თამაში იყო მწერებზე, რომლებიც ევოლუციას განიცდიან.
რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?
ინდი თამაშების დეველოპერობაში ყველაზე, ყველაზე მაგარი ნაწილი არის მოგზაურობის შესაძლებლობა. ჩემმა ქმარმა კოლინმა და მე ყველაფერი გავყიდეთ 4 წლის წინ და მას შემდეგ თამაშების კეთების პარალელურად ვმოგზაურობთ მსოფლიოს გარშემო, ვცხოვრობთ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა იაპონია, ტაილანდი, თურქეთი, ჰონდურასი და (ამჟამად) ბრაზილია. ჩვენ სხვა თამაშიც გავაკეთეთ ერთად, რომელსაც Incredipede ჰქვია, და ისიც მწერებზეა... დაახლოებით.
ვგიჟდები წყალქვეშ ცურვაზე, სალაშქროდ სიარულზე, ეგზოტიკურ ადგილებსა და კულტურებზე, უჩვეულო საკვებსა და უცნაურ არსებებზე. ერთნაირად მომწონს ქალაქები და უკაცრიელი ადგილები და მიყვარს ინდი თამაშების სხვა დეველოპერები, რომელთაც შევხვდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?
დღეს რომ ვიწყებდე სწავლას, ავირჩევდი ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც ძალიან მინდა (ალბათ, თამაშს, რა თქმა უნდა), და ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებოდი მას, გზადაგზა ვისწავლიდი. ახლა არსებობს ძალიან ბევრი უფასო რესურსი და ძალიან ბევრი საშუალება პროგრამირების გასაადვილებლად. მხოლოდ მოტივაცია გჭირდებათ, მე კი სწორედ რაღაცების შექმნის სურვილი მამოძრავებს.
მე გტოვებთ ჩემს ფოტოსთან, რომელშიც მახვილკუდა მახურავს თავზე:
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.