ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8
გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი- მოგესალმებათ „გაიცანი პროფესიონალი"!
- სარა ნორთვეი, თამაშების შემქმნელი და მოხეტიალე
- ბრენდა ჯინი, მობილურის პროტოტიპების შემქმნელი და დიჯეი
- ტომ ჰაინანი, მობილურის დეველოპერი, პილოტი და ზომბი
- ემი ქუისპი, მონაცემთა გამათავისუფლებელი და დეველოპერთა დამკავშირებელი
- ბილ მილსი, ფიზიკოსი და ინტერდისციპლინარული პროგრამისტი
- კერი კაი, მკვლევარი და მოცეკვავე
- ფილიპ გუო, Python-ის მასწავლებელი და მწერალი
- ლაურენ ჰეინსი, პროდუქტების მენეჯერი
- მარკოს ოიედა, დიზაინერი, დიჯეი და ძაღლის პატრონი
- ალისონ ლუბიმირი დამხმარე ინჟინერი და კატების მოტრფიალე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ფილიპ გუო, Python-ის მასწავლებელი და მწერალი
გამარჯობა, მე ფილიპ გუო ვარ!
რაზე მუშაობთ?
მე კომპიუტერული მეცნიერების მკვლევარი და მასწავლებელი ვარ. ჩემი სპეციალობაა ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქცია და საგანმანათლებლო ტექნოლოგია. ახლა ვამთავრებ პოსტსადოქტორო კვლევის პოზიციას MIT-ში და მალე გადავალ ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც როჩესტერის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად დავიწყებ მუშაობას.
ერთ-ერთი სფერო, რომელიც ძალიან მიტაცებს, არის ხალხისთვის პროგრამირების სწავლაში დასახმარებელი ხელსაწყოების შექმნა. 2010 წლიდან ვქმნი და მხარს ვუჭერ Online Python Tutor-ს, რომელიც ახლა ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პროგრამის ვიზუალიზაციის ხელსაწყოა განათლებისთვის. 165 ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა ის Python-ით პროგრამირების შესასწავლად, ხშირად იყენებდნენ წიგნებზე, ონლაინ სახელმძღვანელოებზე, ხანის აკადემიის ვიდეოებსა და MOOC-ებზე (მასიურ ღია ონლაინ კურსებზე) დანამატად. აი, ერთწუთიანი YouTube ვიდეოშესავალი:
როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?
მე გავიზარდე 1990-იანებში - სწორედ მაშინ, როცა ვები ჯერ კიდევ ახალბედა იყო. მიყვარდა კომპიუტერული თამაშების თამაში, ფოტოშოპით სულელური მონტაჟის კეთება, უშნო ვიზუალის მქონე პერსონალური ვებგვერდების კეთება ანიმაციური GIF-ებითურთ.
მიუხედავად ამისა, ვინაიდან ჩემმა არცერთმა მშობელმა არ იცოდა პროგრამირება და ირგვლივაც არავინ იყო, ვისაც შეეძლო, ჩემთვის ის ესწავლებინა, პროგრამირება არ მისწავლია მე-11 კლასში გაძლიერებული კომპიუტერული მეცნიერების კურსამდე. ამ დროს ჩამითრია ამ სფერომ და გადავწყვიტე, უნივერსიტეტშიც კომპიუტერული მეცნიერება შემესწავლა. პროგრამირების ძირითადი ნაწილი ვისწავლე უნივერსიტეტის კურსებში, სტაჟირების საზაფხულო პროგრამებსა და საუნივერსიტეტო კვლევით პროექტებზე.
ცოტა ხნის წინ დავწერე ჩემი პროგრამირების ისტორია პერსონალურ ვებგვერდზე და ეს ისტორია აიღო Slate-მა, NPR-მა, BBC-მ და სხვა მედია საშუალებებმა. წაიკითხეთ მეტი აქ.
რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?
თუ პროგრამირებით არ ვარ დაკავებული, მაშინ ვწერ პროგრამირების შესახებ, რა თქმა უნდა! :) არა, ვხუმრობ, სინამდვილეში არ ვწერ ამდენს პროგრამირების შესახებ.
მაგრამ მე მიყვარს წერა. ძალიან ბევრს ვწერ ჩემს პერსონალურ ვებგვერდზე, ეს ძირითადად ჩემი ფიქრების განმარტების გზაა. წერა ჩემთვის არის ფიქრის გზა. არაფერი მესმის ბოლომდე, თუ მას არ დავწერ (ციფრულ) ფურცელზე. აი, ჩემი რამდენიმე სტატია.
რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?
იპოვეთ მასწავლებელი. ამის თქმა ადვილია, მაგრამ ხშირად - რთული გასაკეთებელი. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაგარი გახდება საგანმანათლებლო ტექნოლოგია, მაინც შეუძლებელია კარგი მასწავლებლის ჩანაცვლება.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.