If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კომპიუტერული პროგრამირება

კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8

გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი

მარკოს ოიედა, დიზაინერი, დიჯეი და ძაღლის პატრონი

მარკოს ოჯედას ფოტო
გამარჯობა, მე ვარ მარკოს ოჯედა!

რაზე მუშაობთ?

მე ვმუშაობ ფრონტენდ ვებპროგრამირებასა და დიზაინზე აქ, ხანის აკადემიაზე. ხშირად ვუთმობ დროს ორივეზე ერთად ფიქრს: ვფიქრობ, როგორ უნდა იმუშაონ რაღაცებმა მაშინ, თან ვფიქრობ, როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. სამუშაოზე მე, ძირითადად, ვაპროგრამებ JavaScript-ში და Python-ში. დიზაინზე მუშაობისთვის დახატვისთვის ვიყენებ Adobe Illustrator-ს და robofont-ს მაშინ, როცა მჭირდება შრიფტზე მუშაობა.

როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?

ჩემმა უფროსმა ძმამ მანახა, როგორ უნდა დააპროგრამო VIC-20-ზე. ის გადამაწერინებდა თამაშებს ძველი ჟურნალებიდან, როცა 6 წლის ვიყავი. ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო. მე პროგრამირებას არ გავუტაცივარ მეშვიდე კლასამდე, როცა Borland C Compiler გამოჩნდა ჩვენს პერსონალურ კომპიუტერზე. პირველი მნიშვნელოვანი პროგრამა დავწერე მე-9 კლასში, რომელიც ბეჭდავდა ბოქლომების გახსნის შესაძლო კომბინაციების ცხრილს. ეს იყო ჩემი პირველი ფორმალური შეხება მოდულარულ (ნაშთების) არითმეტიკასა და for ციკლებთან.
სკოლაში სწავლისას, დაახლოებით 1998 წელს, ცოტა ხნით ვაპროგრამებდი და ვმართავდი ტექსტზე დაფუძნებულ ონლაინ თამაშს, რომელმაც, ალბათ, 1 წელი წამართვა. 1 წლის შემდეგ დავიწყე ვების პროგრამირება და შევქმენი პრიმიტიული CMS php3-ისა და mysql-ის გამოყენებით, რისთვისაც შემოდგომის დიდი ნაწილის გატარება მომიხდა webmonkey-ის სტატიების კითხვაში და ვებგვერდებითა და ონლაინგამოცემებით ექსპერიმენტობაში. უნივერსიტეტში არ მისწავლია პროგრამირების დიდი ნაწილი, მაგრამ ვისწავლე თეორიის დიდი ნაწილი, რაც კარგად მომემსახურა. ახლაც კი არ ვარ ძალიან სწრაფი პროგრამისტი, მაგრამ ვაგრძელებ სწავლას განუწყვეტლივ და ყოველთვის ვაკეთებ ახალ რამეებს, რაც არ მაწყენს.

რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?

ჩემი ძაღლი!
იმის მიხედვით, თუ რამდენად მცალია, მიყვარს ჩემს ცოლთან ერთად საჭმლის კეთება. როდესაც უნივერსიტეტში ვიყავი, ვმუშაობდი მზარეულად, რამაც ამ სფეროში ძალიან კომპეტენტური გამხადა. ჯერ კიდევ მაქვს ვინილების მთელი ნაკრები იმ პერიოდიდან, როცა ვიყავი DJ Jungle/Drum & Bass-ისა და UK Garage-ის მუსიკის ჟანრებში 2002-2007 წლებში.
უნივერსიტეტის შემდეგ დავდიოდი ხელოვნების სკოლაში და ყველაზე მნიშვნელოვანი კურსი, რომელიც იქ გავიარე, იყო ტიპის დიზაინი, რომელშიც ვისწავლე მთელი შრიფტის დახატვის შესახებ. ~2008-იდან მოყოლებული ყოველ ორ წელიწადში საშუალოდ ერთ შრიფტს ვხატავ. აგრეთვე მყავს ეს ძაღლი!

რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?

სულელურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ისეთი რაღაცების შექმნა, რაც მაცინებს. განტვირთვის მიზნით პროგრამირება ფუფუნების სფეროდანაა, მაგრამ ამან მაიძულა, ახალი რამეები მესწავლა, და მომცა ისეთი გამოწვევები, როგორებსაც არ ველოდი. ისეთი მეგობრის ყოლა, რომელსაც შეუძლია თქვენი ნამუშევრის ყურადღებით გადამოწმება და თქვენი პროექტების გულახდილად შეფასება, ფასდაუდებელი რამაა — ეძებეთ ისინი!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.