ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8
გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი- მოგესალმებათ „გაიცანი პროფესიონალი"!
- სარა ნორთვეი, თამაშების შემქმნელი და მოხეტიალე
- ბრენდა ჯინი, მობილურის პროტოტიპების შემქმნელი და დიჯეი
- ტომ ჰაინანი, მობილურის დეველოპერი, პილოტი და ზომბი
- ემი ქუისპი, მონაცემთა გამათავისუფლებელი და დეველოპერთა დამკავშირებელი
- ბილ მილსი, ფიზიკოსი და ინტერდისციპლინარული პროგრამისტი
- კერი კაი, მკვლევარი და მოცეკვავე
- ფილიპ გუო, Python-ის მასწავლებელი და მწერალი
- ლაურენ ჰეინსი, პროდუქტების მენეჯერი
- მარკოს ოიედა, დიზაინერი, დიჯეი და ძაღლის პატრონი
- ალისონ ლუბიმირი დამხმარე ინჟინერი და კატების მოტრფიალე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ლაურენ ჰეინსი, პროდუქტების მენეჯერი
მე ვარ ლორენ ჰეინსი, ჩიკაგოდან, ილინოისი!
რაზე მუშაობთ?
ვმუშაობ კომპანიისთვის, სახელად GiveForward — ეს არის სახალხო დაფინანსების პლატფორმა, რომელიც ხალხს ეხმარება სამედიცინო გადასახადების დაფარვაში. დღეისთვის $80 მილიონზე მეტი გვაქვს მიღებული საჭიროების მქონე ხალხისათვის. მე პროდუქტების მენეჯერი ვარ, რაც მოიცავს ინფორმაციული პროდუქტების მართვასა და ბიზნესის ანალიზს — უნდა გავიგო, რა სურთ ან სჭირდებათ სხვადასხვა მოწილეებს ჩვენი პროდუქტისგან, და გადავწყვიტო, რას გავაკეთებთ, ასევე პრიორიტეტულობის მიხედვით დავალაგო შესასრულებელი დავალებები. შემდეგ ეს ყოველივე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს უნდა მივაწოდო მათთვის გასაგებ ენაზე, რათა მათ შექმნან პროდუქტი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
წარსულში ვიყავი IT (ინფორმაციული ტექნოლოგიების) მენეჯერი არაკომერციულ კომპანიებში და კონსულტანტი ცოდნის მართვასა და კოლაბორაციაში სხვადასხვა წამყვან კომპანიაში. ყველაზე მაგარი რამ, რაც ამიშენებია, არის 3 მეტრის სიგანისა და 2.1 მეტრის სიმაღლის ინტერაქტიული კედელი High Museum of Art-ისთვის ატლანტაში, ჯორჯიაში, და ის ლუვრში არსებულ ხელოვნების ნიმუშებს ეფუძნება.
როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?
ჩემი სკოლის კალკულუსის მასწავლებელმა მე და ჩემი სამი ახლო გოგო მეგობარი წაგვაქეზა, რომ აგვეღო მისი კომპიუტერული მეცნიერების გაძლიერებული კურსი. ჩვენ ვისწავლეთ C++. მე გავაგრძელე კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა დამატებით სპეციალობად უნივერსიტეტში, სადაც ავიღე „მომხმარებლის ინტერფეისების საწყისები“ და ვიპოვე „ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქცია“; ეს არის კომპიუტინგის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის თანაკვეთა. მიყვარს ყურება, როგორ ცვლის ტექნოლოგია ადამიანებს და როგორ ცვლიან ადამიანები ტექნოლოგიას.
რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?
ჩემს სამსახურში უშუალოდ კოდის წერა არ მიწევს, მაგრამ პროგრამირების ცოდნა უმნიშვნელოვანესია პროდუქტების მართვაში ჩემი როლისათვის, რადგან ის მეხმარება, გავაანალიზო, რას ვქმნით ვებგვერდისთვის და როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას.
როდესაც სამსახურში არ ვარ, ბოლო წელიწად-ნახევარია დავდივარ ლინდი-ჰოპისა და სვინგის ცეკვის გაკვეთილებზე, ასევე შეძლებისდაგვარად სოციალურ ცეკვებზეც მივდივარ ხოლმე. ეს განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა. აგრეთვე ვარ არაკომერციული კომპანიის, Break Away-ის, დირექციაში. ეს კომპანია ფოკუსირდება სოციალური სწავლის ტურების მოწყობაზე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ხალხის წახალისებაზე, იყვნენ აქტიური მოქალაქეები მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?
პროგრამირება ძალიან კრეატიულია - იპოვეთ ამოცანა, რომლის ამოხსნაც გაინტერესებთ, ან რაიმე, რისი შექმნაც გსურთ, და ეს მოგცემთ გამოწვევების გადალახვის სტიმულს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.