If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8

გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი

კერი კაი, მკვლევარი და მოცეკვავე

კერი კაის ფოტო
გამარჯობა, მე კერი კაი ვარ!

რაზე მუშაობთ?

მე ვარ კომპიუტერული მეცნიერების ასპირანტი MIT-ში. ჩემი სპეციალობაა ადამიანისა და კომპიუტერული გარემოები (ინტერფეისები) ენების შესწავლისა და ონლაინ განათლებისათვის. მე, ძირითადად, ინტერაქტიულ სისტემებსა და პროტოტიპებს ვწერ, ვიგონებ იდეებს ხალხისათვის ენების შესწავლის გაიოლების ხერხებისათვის, ან ვაგროვებ და ვაანალიზებ მონაცემებს - გააჩნია, სად ვარ ჩემი კვლევის ციკლში.
გასულ წელს ტეტრისს დავამატე მეტყველების ამომცნობი ფუნქციონალი, რომელიც მოსწავლეებს ტეტრისის თამაშის დროს უცხო ენის სიტყვების შესწავლაში ეხმარება. იმისათვის, რომ მოთამაშემ ფიგურა ამოატრილოს, მან ჯერ სწორად უნდა გამოთქვას ამ ფიგურაზე არსებული სურათის სახელი. შეგიძლიათ, წაიკითხოთ ვრცლად აქ და იხილოთ დემო ვიდეო ქვემოთ!
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი
ახლა ვეძებ ახალ გზებს ხალხისათვის არაფორმალური განათლების მიღებაში დასახმარებლად. ამას ვაკეთებ იმ დალოდების დროის გამოყენებით, რომელიც ადამიანს დაკავებულ დღეს აქვს, როგორიცაა ავტობუსის გაჩერება, სარეკლამო პაუზა ან ფეხბურთის შედარებით უინტერესო მომენტები. იდეა ისაა, რომ ხალხისათვის სწავლის ლუკმებად იმ დროის განმავლობაში მიწოდებით, რომელიც ლოდინისთვის ისედაც დაეხარჯებოდათ, სწავლა ნაკლებად დროისწამრთმევი და ყოველდღიური ცხოვრების რიტმში უფრო ინტეგრირებული იქნება.

როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?

კოდის წერა არ მისწავლია 23 წლამდე, უნივერსიტეტიდან დიდი დროის შემდეგ. არანაირი ინტერესი არ მქონდა კომპიუტერების მიმართ და ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ქცევა, ამიტომ უნივერსიტეტში ჩემი სპეციალობა იყო ფსიქოლოგიის, ლინგვისტიკისა და განათლების დისციპლინათაშორისი ნარევი. უნივერსიტეტის გარეთ ჩემს პირველ სამსახურში, სადაც გაყიდვებსა და ადამიანურ რესურსებზე ვმუშაობდი, მომინდა პროგრამირების სწავლა, როდესაც გავიაზრე, რომ ხშირად მომდიოდა იდეები, მაგრამ ხშირად დამოკიდებული ვიყავი ინჟინრებზე ან სხვა გუნდებზე, რათა მათ განეხორციელებინათ თვისებების იმპლემენტაცია ან გაესწორებინათ პროგრამული შეცდომები ჩემთვის. საბოლოოდ, დავუბრუნდი სწავლას და დავიწყე კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლიანი კურსები უნივერსიტეტის ადრეულ საფეხურზე მყოფ სტუნდეტებთან ერთად. პირველ კვირებში ჩამითრია რეკურსიის შესწავლამ და გამაოცა, რამდენად ახლოს იყო პროგრამირება პატარა თავსატეხების ამოხსნასთან. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიყავი სადიპლომო პროგრამის სტუდენტი, როგორც ჩანს, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ყოფნაც კი ბევრ კარს გიღებს! მე შევუერთდი კვლევით პროექტს დიალოგის სისტემებზე ბავშვობისას ენის შესწავლისთვის და აგრეთვე ვასწავლიდი პროგრამირებას სხვა სტუდენტებს. საბოლოოდ, განაცხადი შევიტანე დოქტორანტურის პროგრამებზე პროგრამირებაში და გაოგნებული ვიყავი, როცა მიმიღეს პროგრამირებაში ჩემი მწირი საფუძვლების მიუხედავად.
როცა ვიხსენებ კომპიუტერული მეცნიერებების კურსების ჩემს პირველ დღეს 23 წლის ასაკში, მახსენდება, რომ ვიჯექი კოლეჯის პირველკურსელებით სავსე ოთახში და სრულიად დაშინებული ვიყავი Unix-ის ტერმინალით. ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი კომპიუტერული მეცნიერებების არჩევას. საბედნიეროდ, მე მქონდა მხარდაჭერა ჩემი თანაკურსელებისგან, რომლებიც მეხმარებოდნენ პროექტების კეთებასა და ამოცანების ამოხსნაში, ლექტორებისგან, რომლებმაც დროულად მომცეს შესაძლებლობები, და ოჯახისგან, რომელსაც სჯეროდა, რომ მე მივაღწევდი წარმატებას იმის მიუხედავად, რომ ჩემი კარიერის მიმართულება შუა გზაში შევცვალე.
პროგრამირების სწავლაში ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ შემიძლია, განვაახლო ჩემი ადრინდელი ინტერესები ფსიქოლოგიასა და შემეცნებაში, მაგრამ ამჯერად ამ იდეების გამოხატვა შემიძლია კოდის სახით. შემიძლია, შევაფასო, როგორ აისახება ისინი ადამიანის ქცევაზე, და გავუზიარო სხვებს!

რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?

ყველა სახის ცეკვა მიყვარს, განსაკუთრებით პარტნიორთან ერთად. აგრეთვე, მიყვარს პიანინოზე დაკვრა და იმპროვიზაცია. როგორც ხელოვნების ხელმძღვანელმა ჩემს საერთო საცხოვრებელში, ორგანიზება გავუწიე ღონისძიებებს სტუდენტების მიერ სხვადასხვა სახის ხელოვნების არაფორმალური შესწავლისთვის, დაწყებული თეატრალური იმპროვიზაციით, დასრულებული სვინგ ცეკვითა და ხატვით. როდესაც პროგრამირებით არ ვარ დაკავებული და არ ვმუშაობ კვლევაზე, ძირითადად, ვცეკვავ ან მუსიკალური იმპროვიზაციის პაუზას ვაკეთებ.
კერი ცეკვავს
ლენტებით ცეკვა!

რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?

არასოდესაა გვიანი კოდის წერის სასწავლად! მაგრამ იცოდეთ, რომ არ არის აუცილებელი, კოდის წერა იყოს საბოლოო მიზანი, ის უფრო საშუალებას უნდა წარმოადგენდეს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.