ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8
გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი- მოგესალმებათ „გაიცანი პროფესიონალი"!
- სარა ნორთვეი, თამაშების შემქმნელი და მოხეტიალე
- ბრენდა ჯინი, მობილურის პროტოტიპების შემქმნელი და დიჯეი
- ტომ ჰაინანი, მობილურის დეველოპერი, პილოტი და ზომბი
- ემი ქუისპი, მონაცემთა გამათავისუფლებელი და დეველოპერთა დამკავშირებელი
- ბილ მილსი, ფიზიკოსი და ინტერდისციპლინარული პროგრამისტი
- კერი კაი, მკვლევარი და მოცეკვავე
- ფილიპ გუო, Python-ის მასწავლებელი და მწერალი
- ლაურენ ჰეინსი, პროდუქტების მენეჯერი
- მარკოს ოიედა, დიზაინერი, დიჯეი და ძაღლის პატრონი
- ალისონ ლუბიმირი დამხმარე ინჟინერი და კატების მოტრფიალე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ბრენდა ჯინი, მობილურის პროტოტიპების შემქმნელი და დიჯეი
გამარჯობა, მე ბრენდა ჯინი ვარ!
რაზე მუშაობთ?
მე ვწერ ინტერაქტიულ A/B ვებპროტოტიპებს ტაბლეტისთვის Macys.co-ზე JavaScript-ით, HTML-ითა და CSS-ით. ჩვენ ვუკეთებთ დიზაინს, ვქმნით და ვტესტავთ ამ პროტოტიპებს რეალური მომხმარებლების წინ. ამ ტესტების შედეგებს პროტოტიპების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ე.წ. „განმეორებით“ პროცესში. საბოლოოდ, ამ ტესტებიდან მიღებული საუკეთესო ფუნქციები შემოტანილი იქნება Macys.com-ზე.
ვერ განახებთ, თუ რაზე ვმუშაობ ახლა, მაგრამ შეგიძლიათ, ნახოთ the CyberSwipe JS ბიბლიოთეკა, რომელიც შარშან შევქმენი:
როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?
ეს ყოველივე დაიწყო AOL Instant Messenger-ით 90-იანებში. მაშინ შეგეძლოთ HTML-ის გამოყენება თქვენი პროფილის მოსართავად. მე და ჩემი მეგობრები ვერთობოდით ფერებისა და ფონტის სტილების შეცვლით მარტივ რედაქტორში.
კოლეჯში ჩემი სპეციალობა იყო მუსიკის სამეცნიერო შესწავლა და გავიარე კომპიუტერული მეცნიერებების კურსი, რომელიც მოგვიანებით ჩემი წარმატების საწინდარი გახდებოდა. მას ერქვა PLOrk: Princeton Laptop Orchestra. ვიყენებდით ენას სახელად ChucK, რათა დაგვეპროგრამებინა მუსიკა და ყოველკვირეულად დაგვეწერა კომპოზიციები კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლების გამოყენებით!
კოლეჯის მერე კარიერა ოპერაში გავაგრძელე, შემდეგ კი არაკომერციულ ფონდში. ყველა ტიპის ვებსაქმიანობას ვაკეთებდი და ეს კარგადაც გამომდიოდა. ასე რომ, შარშან გადავწყვიტე, მესწავლა JavaScript და გავმხდარიყავი ვებდეველოპერი. ამას ბევრი შრომა დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მივიღე დიდებული სამსახური Macys.com-ზე.
მე ვიპოვე ჩემი მოწოდება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ პროგრამისტი. ეს ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ ძალიან სახალისოცაა!
რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?
მე ვქმნი ელექტრონულ მუსიკას და მიყვარს ლაშქრობა და ველოსიპედით სიარული! აგრეთვე, ვჰაკერობ გასართობად - ჩემი გვერდითი პროექტები მოიცავს მიკროკონტროლერებს, როგორიცაა Arduino, და სატარებელ მოწყობილობებს, როგორიცაა Google Glass.
რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?
არ შეგეშინდეთ, თუ თავს დამწყებად იგრძნობთ — ყველა რაღაცაშია დამწყები! ჩვენ მუშაობით ყოველდღე ახალ რაიმეს ვსწავლობთ და ეს არის იმ კარიერის ნაწილი, რომელიც ძალიან მიყვარს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.