If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8

გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი

ემი ქუისპი, მონაცემთა გამათავისუფლებელი და დეველოპერთა დამკავშირებელი

ემი ქვისპის ფოტო
გამარჯობა, მე ემი ქვისპი ვარ!

რაზე მუშაობთ?

როდესაც Carnegie Mellon-ში ვსწავლობდი, ვმუშაობდი ღია მონაცემებზე. მიმაჩნდა, რომ ჩემ ირგვლივ ბევრ სტუდენტს ჰქონდა დიდებული იდეები მათი თემის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მათ არ აძლევდნენ უფლებას, ჰქონოდათ წვდომა ისეთ რამეებზე, როგორებიცაა კურსების ცხრილები, ოთახების დაჯავშნა და ა.შ. — და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მოიპოვებდნენ ამ მონაცემებს, მათი გამოყენებისთვის შარში გაებმებოდნენ, ან იმდენად ცუდ ფორმატში იქნებოდა ეს მონაცემები, რომ რთული დასამუშავებელი იქნებოდა. მე ვლობირებდი ჩემს უნივერსიტეტს — და ბევრ სხვას! — გაეხსნათ თავიანთი მონაცემები, და თავი მოვუყარე სტუდენტების ჯგუფს, სახელად ScottyLabs, რომელიც მართავდა ამ მონაცემებს და მათ სტუდენტებისათვის უფრო ადვილად გამოსაყენებელს ხდიდა.
ახლა ვმუშაობ Google-ში დეველოპერებთან ურთიერთობის ჯგუფში. მე ისევ ბევრს ვაკეთებ იმისთვის, რომ გავუადვილო სხვა დეველოპერებს მათთვის სასურველი რაიმეების შექმნა, მაგრამ ახლა ამას Google-ისთვის ვაკეთებ. ვმუშაობ ინჟინრების გუნდთან ერთად, რომელიც ქმნის AdMob SDK-ს და, აგრეთვე, ვმუშაობ დეველოპერებთან, რომლებიც არ არიან Google-ის თანამშრომლები და სურთ ამ SDK-ს გამოყენება.

როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?

პროგრამირება პირველად გამაცნო ჩემმა მეექვსე კლასის მათემატიკის მასწავლებელმა, რომელმაც გამატარა QBASIC-ის სახელმძღვანელო. მაშინ ვფიქრობდი, რომ პროგრამირება მაგარი იყო, რადგან ჩემს მათემატიკის დავალებას სწრაფად ასრულებდა. კომპიუტერული მეცნიერებების არსებობის შესახებ არ ვიცოდი მანამ, სანამ დამამთავრებელ კლასებში არ გადავედი. მაშინ გაცილებით მეტი ვისწავლე და გავიაზრე, რამდენად მეტი შესაძლებლობა ჰქონდა პროგრამირებას. ამის შემდეგაც კი, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება პროგრამირებით.
კომპიუტერული მეცნიერების ჩემი პროგრამა ძალიან რთული იყო და, არსებული გამოცდილების მიუხედავად, ყველა მეტ-ნაკლებად გათანაბრებული ვიყავით სწავლის მეორე წელს. შემდეგ ყველამ ვიპოვეთ სხვადასხვა რამ, რის მიმართაც ენთუზიაზმით ვიყავით განწყობილი, და ჩვენი ენთუზიაზმი გადაიქცა მონდომებულ მუშაობად, საბოლოოდ კი — უნარებად. ჩემი კარგი მეგობარი იღებს PhD-ს (ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს) ბუნებრივი ენის დამუშავებაში. მეორეს აინტერესებს უსაფრთხოება და კომპიუტერის მუშაობის ეფექტურობა. ჩემი ინტერესის სფეროა საჯაროდ ღია მონაცემები, დეველოპერთა ხელსაწყოები, ჰაკათონები და ახალწამოწყებული ბიზნესები. მთელი ამ დროის შემდეგ ბედნიერად ვამბობ, რომ კიდევ ვსწავლობ დაპროგრამებას და იმედი მაქვს, სწავლას გავაგრძელებ!

რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?

ბოლო დროს ბევრ ახალ რაიმეს ვცდი. ცოტა ხნის წინ პირველად წავედი GoKart-ზე რბოლისთვის:
ემის ფოტო მრბოლელის ფორმაში
რბოლისათვის მზად
მშვილდით სროლაც ვცადე:
ემის ფოტო მშვილდ-ისრით
მშვილდით ხელში, სროლისათვის მზად
პიანინოზე დაკვრაც მიყვარს. თუ პიანინოს ვხედავ, აუცილებლად ვჯდები და რაიმეს ვუკრავ.

რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?

არ შეგაშინოთ სხვებმა. ყველა განუწყვეტლივ სწავლობს და სულ რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ხალხი, ალბათ, ძალიან განსხვავებულ საშუალებებსა და ენებს გამოიყენებს. ეს სფერო ძალიან ვრცელია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა და ჯერ ახლოსაც კი არ ვართ იმის გარკვევასთან, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. რამდენიმე წელსა და დიდ ეგოს არა აქვს იმდენი მნიშვნელობა, რამდენიც განუწყვეტლივ სწავლას.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.