ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 8
გაკვეთილი 1: გაიცანით პროფესიონალი- მოგესალმებათ „გაიცანი პროფესიონალი"!
- სარა ნორთვეი, თამაშების შემქმნელი და მოხეტიალე
- ბრენდა ჯინი, მობილურის პროტოტიპების შემქმნელი და დიჯეი
- ტომ ჰაინანი, მობილურის დეველოპერი, პილოტი და ზომბი
- ემი ქუისპი, მონაცემთა გამათავისუფლებელი და დეველოპერთა დამკავშირებელი
- ბილ მილსი, ფიზიკოსი და ინტერდისციპლინარული პროგრამისტი
- კერი კაი, მკვლევარი და მოცეკვავე
- ფილიპ გუო, Python-ის მასწავლებელი და მწერალი
- ლაურენ ჰეინსი, პროდუქტების მენეჯერი
- მარკოს ოიედა, დიზაინერი, დიჯეი და ძაღლის პატრონი
- ალისონ ლუბიმირი დამხმარე ინჟინერი და კატების მოტრფიალე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ალისონ ლუბიმირი დამხმარე ინჟინერი და კატების მოტრფიალე
გამარჯობა, მე ალისონ ლუბიმირი ვარ!
რაზე მუშაობთ?
მე ვარ მხარდაჭერის ინჟინერი Fog Creek Software-ში. ჩვენ ვქმნით სხვადასხვა პროდუქტს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის მათი ცხოვრების გასამარტივებლად, რათა შეძლონ პროგრამირებაზე კონცენტრაცია! მე ვმუშაობ FogBugz-ზე (შეცდომებზე თვალყურის მადევნებელი პროგრამა) და Kiln-ზე (პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის კონტროლის და კოდისთვის თვალყურის მადევნებელი პროგრამა, ფუნქციონირებს Git-თანაც და Mercurial-თანაც).
დღის განმავლობაში მომხმარებელთა მიერ ელფოსტაზე გამომგზავნილ წერილებს ვპასუხობ ჩვენი პროგრამების შესახებ, როგორებიცაა შეცდომების შეტყობინებები და ფუნქციების მოთხოვნები. გამომდინარე იქიდან, რომ დეტალურად ვიცი ყველაფერი იმ პროგრამების შესახებ, რომელთა მხარდამჭერიც ვარ, შემიძლია, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზო დიდებული იდეები მათი სამუშაო დატვირთვის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ვმუშაობ დისტანციურად, ასე რომ, შემიძლია, საღამურითაც ვიყო, როცა ამ შეკითხვებს ვპასუხობ!
აი, ჩემი დღევანდელი მხარდაჭერის რიგის ეკრანის ანაბეჭდი:
შეცდომებზე ნადირობისა და გამოსწორების მხრივ, ჩემი სამუშაო მოიცავს მომხმარებელთა მიერ გამოგზავნილი შეცდომების წარმოებას და ხშირად შევდივარ მათ მონაცემთა ბაზებში თაღლითური შენატანების გასასუფთავებლად. აგრეთვე ვეხმარები მომხმარებლებს მათი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაში, ან გადამყავს ჩვენი თვითჰოსტინგის პროგრამული უზრუნველყოფიდან ჩვენი
აი, სკრიპტი, რომელიც Python-ში დავწერე FogBugz API-დან მხარდაჭერის შემთხვევების სიის მისაღებად:
როდესაც უფრო დიდ შეცდომებს გადავაწყდები, რომელთა გამართვაც ჩემით არ შემიძლია, ვმუშაობ დეველოპმენტის ჩვენს გუნდებთან ერთად, რათა გავარკვიო ქმედების საუკეთესო ვარიანტი, შევადგინო შეცდომის გამოსწორების ქრონიკა და ავუხსნა მომხმარებელს, რა ხდება. ვცდილობთ, რაც შეიძლება გულახდილი და გახსნილი ვიყოთ მომხმარებლებთან და მე ამის შესრულების წინა ხაზზე ვდგავარ.
როგორ ისწავლეთ დაპროგრამება?
მე ყოველთვის მაინტერესებდა კომპიუტერები (მახსოვს, რომ ვთამაშობდი Logo Turtle-ის დახატვის პროგრამას, როდესაც 7 წლის ვიყავი), მაგრამ აქამდე დიდად არ მიტაცებდა „ინტერნეტში“ კარიერის ქონა. მე ხარისხი ავიღე სამოქალაქო მშენებლობაში, მაგრამ ვიბნეოდი იმ სამყაროში მუშაობით, რომელშიც დამოკიდებული ვიყავი კომპიუტერულ პროგრამებზე მათი მუშაობის მექანიზმის გააზრების გარეშ — და ზოგჯერ იმის გააზრების გარეშეც, საერთოდ, მუშაობენ თუ არა ისინი! მქონდა შემთხვევები, როცა ჩემი ხელით გამოთვლილი შედეგები არ ემთხვეოდა კომპიუტერული პროგრამების მიერ მიღებულ შედეგებს და ყველაზე გამოცდილი ინჟინრებიც კი ვერ მეუბნებოდნენ, რატომ ვენდობოდით პროგრამებს, რომლებიც განსხვავებულ პასუხებს გვაძლევდნენ.
როდესაც პროგრამირების სწავლა გადავწყვიტე, ვეძებდი პროგრამებს ყველგან, სადაც მათი პოვნა შემეძლო. დავიწყე edX-ის კურსით პითონში და აგრეთვე ვიყენებდი სახელმძღვანელოებს Codecademy-ზე, ხანის აკადემიაზე, Learn Code the Hard Way-ზე და სხვაგან. შემდეგ გადავედი ფრონტენდ დეველოპმენტის შესწავლაზე, რომელიც ვისწავლე ძირითადად Skillcrush-ის გამოყენებით. რთული იყო ყოველთვის მოტივირებულად დარჩენა, მაგრამ ძალიან გამიმართლა, რომ მყავს მეგობრები ამ ინდუსტრიაში. ისინი მეხმარებოდნენ, როცა ვიჭედებოდი, და მეუბნებოდნენ, საით გადამედგა შემდეგი ნაბიჯი.
რას აკეთებთ, როცა არ წერთ პროგრამებს?
როცა კოდს არ ვწერ, მომწონს ჩემი კატების ჩახუტება (და ჩემი ქმრისაც, ალბათ)!
აგრეთვე მიყვარს სამაგიდო თამაშები და ქსოვა. ცოტა ხნის წინ ვიყიდე 100 წლის სახლი და მისი მორთვითა და ძველი დეტალების შეკეთებითაც ვარ დაკავებული.
რა არის თქვენი ერთი რჩევა დამწყები პროგრამისტებისთვის?
შენ ეს შეგიძლია!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.