If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

განხილვა: jQuery კოლექციები და ციკლები

jQuery კოლექციები

როდესაც ელემენტების საპოვნელად იყენებთ jQuery-ს, jQuery აბრუნებს jQuery-ის კოლექციის ობიექტს:
var $heading = $('h1');
ცვლადების სახელების $ ნიშნით დაწყება გავრცელებული პრაქტიკაა. ეს მიანიშნებს, რომ ცვლადი ინახავს jQuery-ს კოლექციის ობიექტებს. ამით განვასხვავებთ მათ ცვლადებისაგან, რომლებიც ინახავენ DOM-ის კვანძებს.
თუ გსურთ, აღადგინოთ DOM-ის კვანძი jQuery-ის ობიექტიდან, მაშინ შეგიძლიათ, jQuery-ის ობიექტს ისე მოეპყროთ, როგორც მასივს და გამოიყენოთ კვადრატული ფრჩხილების აღნიშვნა:
var heading = $heading[0];
თუ გსურთ, რომ DOM-ის კვანძი აქციოთ jQuery-ის ობიექტად, მაშინ შეგიძლიათ, ის გადასცეთ jQuery-ის ფუნქციას:
var $heading = $(heading);

ციკლების გაკეთება jQuery-ის კოლექციებში

თუ გსურთ, სათითაოდ გადაუყვეთ კოლექციის რამდენიმე ელემენტს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჩვეულებრივი for ციკლი, ან jQuery-ის each():
    $("p").each(function(index, element) { 
        $(element).text( $(element).text() + "!!"); 
    });
როდესაც იძახებთ each() ფუნქციას, მას უნდა გადასცეთ 'უკუგამოძახების ფუნქცია'. jQuery შემდეგ გამოიძახებს ამ უკუგამოძახების ფუნქციას კოლექციის თითოეული ელემენტისათვის და ის ფუნქციას გადასცემს მიმდინარე ინდექსსა და ელემენტს.
jQuery ფუნქციის კონტექსტს აგრეთვე დააყენებს მიმდინარე ელემენტზე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ელემენტს მიმართოთ this საკვანძო სიტყვით:
    $("p").each(function() { 
        $(this).text( $(this).text() + "!!"); 
    });

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.