If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ფარდებს მიღმა: მოძებნეთ jQuery-ის წყაროს კოდი

თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ jQuery ჯადოქრობაა იმ ყველაფრის გამო, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. მაგრამ ის არ არის ჯადოქრობა, ის უბრალოდ დიდი დოზით JavaScript-ია - და ვინაიდან ის ღია პროგრამული წყაროა, ყველას შეუძლია jQuery-ს კოდის მოძებნა და ჯადოქრობის საკუთარი თვალით ნახვა.
საწყისი კოდი შეგიძლიათ, იხილოთ Github-ზე ან გამოიყენოთ ეს ორი საიტი, რათა გაიმარტივოთ დათვალიერების პროცესი: jQuery საწყისი კოდის მაჩვენებელი და დაშლილი jQuery.
მაგალითად, შეხედეთ ამ html() მეთოდის კოდს. ის ამოწმებს კოდის შეცდომების წინაპირობებს და უკიდურეს შემთხვევებს და საბოლოო ჯამში უშვებს კოდის იმ ხაზს, რომელიც უშუალოდ უბრძანებს ბრაუზერს, განსაზღვროს შიდა HTML-ის შიგთავსი:
elem.innerHTML = value;
შეიძლება, jQuery-ს კოდში ჩახედვა შემაშინებელი იყოს, რადგან ის მოიცავს როგორც მაღალი დონის JavaScript-ის სინტაქსს, აგრეთვე ბრაუზერების მუშაობის პრინციპის დიდი დოზით ცოდნას - მაგრამ აგრეთვე ძალიან საინტერესოა მთელი კოდის ნახვა, რომელიც ამდენ ბრაუზერზე მომუშავე ძლიერი JS ბიბლიოთეკის შექმნისას გამოიყენება.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.