If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მოემზადეთ jQuery-ს შესასწავლად

თუ უკვე აქ ხართ, სავაურადოდ უკვე მზად ხართ jQuery-ს სწავლისთვის და გსურთ, ახლავე შეუდგეთ საქმეს, თუმცა ჩვენ გვსურს, დავრწმუნდეთ იმაში, რომ თქვენ გაქვთ jQuery-ის სასწავლად საჭირო ცოდნა და უნარები, რათა კურსის გავლა სრულყოფილად შეძლოთ.
აი, რა უნდა იცოდეთ:
  • HTML/CSS: თქვენ უნდა იცოდეთ ისეთი ტეგების გამოყენება, როგორებიცაა: <h1>, <p>, <img>, <a>, <div> და ასევე უნდა იცოდეთ ისეთი CSS წესების დაწერა, რომელთა არჩევა შესაძლებელი იქნება id-სა და კლასის სახელის საშუალებით, ასევე, ისეთი წესების დაწერა, რომლებიც იყენებენ შვილობილ სელექტორებს. შეგიძლიათ, გაიაროთ ეს ტესტი, რათა გაიგოთ, თუ რამდენად კარგად გახსოვთ ეს ყველაფერი და ნახოთ, თუ რამდენად კარგად გახსოვთ HTML/CSS-ი.
  • JavaScript: თქვენ უნდა შეგეძლოთ ცვლადებში მონაცემების შენახვა, ფუნქციებში კოდის დაჯგუფება, მასივში იტერაცია ციკლების საშუალებით და ობიექტებზე მეთოდების გამოძახება. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ეს ქვიზი, რათა შეამოწმოთ, თუ რამდენად კარგად გახსოვთ ეს ყველაფერი და გადახედოთ იმ JS-ს, რომელიც შესაძლოა დაგვიწყებოდათ.
  • JS DOM API: ბრაუზერები გვაძლევენ წვდომას JS DOM API-ზე, რათა შეგვეძლოს, JS-ის საშუალებით ვცვალოთ ვებგვერდების შიგთავსი და ფონურად გამოვიძახოთ jQuery-ის DOM ფუნქციები (როგორიცაა document.getElementById). ზოგიერთი ვებ დეველოპერი იწყებს jQuery-ის შესწავლას DOM API-ის ცოდნის გარეშე, თუმცა ჩვენ დაჟინებით მოგიწოდებთ, პირველ რიგში შეისწავლოთ DOM API, რადგან კურსის განმავლობაში მას ხშირად მივმართავთ. დიდი ალბათობით, თქვენი ვებ დეველოპერის კარიერის მანძილზე მოგიწევთ ორივეს გამოყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია ბრაუზერში JS-ის უბიბლიოთეკოდ გამოყენების ცოდნა. თქვენ შეგიძლიათ, შეისწავლოთ DOM API ჩვენს HTML/JS-ის კურსში და გამეორებისთვის წაიკითხოთ შემაჯამებელი სტატიები.
  • JS ბიბლიოთეკების გამოყენება: თქვენ უნდა იცოდეთ JS ბიბლიოთეკის ჩასასმელად თქვენს ვებგვერდში<script> ტეგის ჩასმა. თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ, შეგიძლიათ, გაიაროთ ეს მოკლე სახელმძღვანელო.
შეიძლება, ეს რთულად ჟღერდეს, ვიცი -- ასეც არის! მაგრამ თუ ამ ყოველივეს ახლა ისწავლით და განიხილავთ, სანამ jQuery-ზე გადახვალთ, შემდეგ უფრო ბედნიერი იქნებით. როგორც კი მზად იგრძნობთ თავს, განაგრძეთ...

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.