If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 7

გაკვეთილი 2: DOM-ის წვდომა jQuery-ს საშუალებით

ისტორიული ჩართვა: როგორ ააშენა ჯონმა jQuery?

2006 წელს ჯონ რესიგი იყო ვებ დეველოპერი, რომელიც საკუთარ პროექტებზე მუშაობდა. ის შეწუხებული იყო რამდენიმე ბრაუზერზე მორგებული JavaScript-ის წერის სირთულით, ამიტომ გადაწყვიტა, დაეწერა საკუთარი JS ბიბლიოთეკა, რომელიც ამ პრობლემას მოუგვარებდა: jQuery.
2006 წლის 16 იანვარს ჯონ რესიგმა ილაპარაკა მის ბიბლიოთეკაზე დეველოპერების ადგილობრივ შეკრებაზე მცირე აუდიტორიის წინ და ამის შემდეგ ამაზე დაწერა ბლოგი:
იმ ბლოგ პოსტის ეკრანის ანაბეჭდი („სკრინშოტი"), რომელშიც ჯონმა პირველად გამოაცხადა jQuery-ს შესახებ.
აი, ასე გამოიყურებოდა jQuery-ის ვებგვერდი ადრე:
2006 წლის jQuery ვებგვერდის ეკრანის ანაბეჭდი („სკრინშოტი")
მრავალ ვებ დეველოპერს შეუუყვარდა jQuery-ის სიმარტივე და სიმძლავრე და ჯონის ბიბლიოთეკის პოპულარობა გაიზარდა.
დღესდღეობით ის ვების ყველაზე პოპულარული JS ბიბლიოთეკაა და მის მხარდაჭერას ახდენს jQuery-ის ფონდი, მოხალისეების დიდი გუნდი.
გსურთ, გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ რატომ გამოიგონა ჯონმა jQuery და როგორ გახდა ის წარმატებული ბიბლიოთეკა ასობით ხელშემწყობით და ათასობით დეველოპერით? უყურეთ ამ ვიდეოს, სადაც UMich-ის ინფორმაციის სკოლის პროფესორი, ჩარლზ სევერენსი, ართმევს ინტერვიუს ჯონ რესიგს ხანის აკადემიის ოფისში:
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.