If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

განხილვა: ფორმების jQuery-ის საშუალებით დამუშავება

იმისათვის, რომ დაამუშავოთ ფორმა jQuery-ის საშუალებით, თქვენ უნდა დაუმატოთ ფორმის 'submit' მოვლენას მოვლენათა მსმენელი:
    $("form").on("submit", function() {
       // ფორმის დამუშავება
    });
თუ ფორმას ამუშავებთ მთლიანად jQuery-ით, მაშინ უნდა გამოიძახოთ preventDefault(), რათა თავიდან აიცილოთ გვერდის გადატვირთვა:
    $("form").on("submit", function(event) {
       event.preventDefault();
       // ფორმის დამუშავება
    });
როდესაც გსურთ, გაიგოთ, რა შეიყვანა მომხმარებელმა შემავალ მონაცემად ფორმაში, როგორც წესი, იყენებთ val()-ს:
    var answer = $("#answer").val();
უკუგამოძახების ფუნქციის შიგნით შეგიძლიათ, მიმართოთ ფორმის ელემენტს this საკვანძო სიტყვის გამოყენებით. გავრცელებული პრაქტიკაა ფორმის ელემენტზე find() ფუნქციის გამოძახება. ეს ფუნქცია ფორმის ელემენტში მხოლოდ შეტანილ მონაცემებს იპოვის:
    $("form").on("submit", function() {
      // store the value of the input with name='age' 
       var age = $(this).find('[name=age]').val();
    });

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.