If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რატომ ღირს ფორმების jQuery-ით დამუშავება?

ვებში ჩვენ ვიყენებთ ფორმებს, რათა მივიღოთ შეტანილი მონაცემები მომხმარებლებისგან. ზოგჯერ ჩვენ ამ მონაცემებს შესანახად ვაგზავნით სერვერზე, ზოგჯერ კი უბრალოდ ვაკეთებთ რამე საინტერესოს ამ მონაცემების საშუალებით ბრაუზერშივე. ჩვენ ხშირად ვიყენებთ jQuery-ის ფორმის დამუშავებაში დასახმარებლად ზოგჯერ სერვერზე გაგზავნამდე, ხოლო ზოგჯერ სერვერის საჭიროების მთლიანად ჩასანაცვლებლად.
ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ jQuery ფორმების „გადამოწმებისთვის", ანუ შეტანილი მონაცემების ფორმატის სისწორის შესამოწმებლად. მაგალითად: ტელეფონის სწორი ნომრის ან სიგრძის შესამოწმებლად და შემდგომ სერვერზე გადასაგზავნად. ხანის აკადემიის პარამეტრების გვერდზე ფორმების გადამოწმებას რამდენიმე ადგილას ვაკეთებთ:
პარამეტრების გვერდზე მომხმარებლის სახელის შეცვლისა და არასწორი სიმბოლოების გამო შეცდომის მიღების ეკრანის ანაბეჭდი (სკრინშოტი)
ჩვენ ასევე შეგვიძლია, გამოვიყენოთ jQuery შიდაბრაუზერული გამოკითხვის ან თამაშის შესაქმნელად. ამის კარგი მაგალითია ხანის აკადემიის დავალებები:
სწორი პასუხის არჩევისა და ამის ნახვის ეკრანის ანაბეჭდი (სკრინშოტი)
თქვენ გამოიყენებთ იგივე ტექნიკებს ორივენაირი გამოყენებისას, სწორედ ამას გავივლით ახლა. თუ გჭირდებათ HTML-ის ფორმების მიმოხილვა, იხილეთ ეს სლაიდები.
შენიშვნა: ბრაუზერის ბაგის გამო ფორმის დამუშავება არ იმუშავებს IE 11-ში ხანის აკადემიის ვებგვერდის გარემოში. გთხოვთ, გამოიყენოთ სხვა ბრაუზერი, თუ ახლა ხართ IE 11-ში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.