If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

პროექტი: საოცარი გარდაქმნა, ვებგვერდის გამოცემა

ვებგვერდების დიდი ნაწილი მოიცავს jQuery-ის - შესაბამისად, როდესაც ეწვევით მათ, შეგიძლიათ, გახსნათ JavaScript-ის კონსოლი და წარმატებით გაუშვათ ამის მსგავსი კოდი:
$("body").text("მუაჰაჰაჰაჰა");
ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, JQuery გამოიყენოთ იმ ვებგვერდებით გასართობად, რომლებიც თქვენი არ არის და წარმოდგენა შეიქმნათ მათი HTML-ის შესახებ.
მაგალითად, შეგიძლიათ, შეხვიდეთ Twitter-ში და ყველა ფოტო შეცვალოთ ძალიან გაჯავრებული კატით.
$("img").attr("src", "https://pbs.twimg.com/profile_images/616542814319415296/McCTpH_E.jpg");
ნახეთ, როგორ დიდებულად გამოიყურება ჩვენი ხანის აკადემიის ანგარიში ახლა!
რომელი ვებგვერდები გიყვართ ყველაზე მეტად? სცადეთ, იპოვოთ ისეთი, რომელიც მოიცავს jQuery-ს (ამის გაკეთება შეგიძლიათ კოდის პირველი ხაზის დატესტვით) და ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მათი შეცვლა. ზოგიერთი ვებგვერდი აწესებს შეზღუდვებს რესურსებზე, რომელთა შეტანაც შეგიძლიათ მათში, ამიტომ უფრო კრეატიული უნდა იყოთ. მაგალითად, ტვიტერი ნებას რთავს სურათებს მხოლოდ ტვიტერიდან, ამიტომ მე მოვძებნე კატების სურათები twitter.com-ზე.
გააზიარეთ თქვენი ვებგვერდის გალამაზების კოდი ქვემოთ მოცემულ რჩევა/მადლობებში. მოდით, გავხადოთ ვები უფრო ლამაზი ადგილი!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.