If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მიმოხილვა: DOM–ის მოვლენები jQuery–ში

მოვლენის მსმენელის დამატება

მოვლენის მსმენელის დამატება შეგიძლიათ on()-ით:
    $("#save-button").on("click", function() {
       // დაწკაპების მოვლენის დამუშავება
    });
თუ მოვლენის შესახებ დეტალებზე წვდომა გინდათ, მათი პოვნა შეგიძლიათ jQuery-ის მოვლენის ობიექტში-ში (jQuery event object), რომელიც უკუგამოძახების ფუნქციას გადაეცემა:
    $("#face-pic").on("click", function(event) {
       var mouseX = event.pageX;
       var mouseY = event.pageY;
    });

მოვლენების გამოწვევა

თქვენ შეგიძლიათ, ხელოვნურად გამოიძახოთ მოვლენა ობიექტზე თქვენი JavaScript-იდან ტრიგერის გამოყენებით:
$("#save-button").trigger("click");
ეს შეიძლება, გამოგადგეთ ახალი ფუნქციის დატესტვისას, ან მაშინ, როცა გსურთ, რომ კოდი გაეშვას გვერდის ჩატვირთვისასაც და რომელიმე კონკრეტული მოვლენის შემდეგაც

DOM-ის მზადყოფნის შემოწმება

თუ გსურთ, დარწმუნდეთ, რომ ბრაუზერი არ გაუშვებს თქვენს JS კოდს მანამ, სანამ DOM არ იქნება სრულად ჩატვირთული და მზად, მაშინ შეგიძლიათ, გადასცეთ თქვენი კოდი ready()-ს:
    $(document).ready(function() {
      $("h1").text("Y'all ready for this?");
    });
ამის უფრო მოკლე ვერსიაა თქვენი კოდის jQuery ფუნქციისთვის გადაცემა:
    $(function() {
      $("h1").text("ყველა მზად ხართ ამისთვის?");
    });
თუმცა, ეს კოდი არ არის ისეთივე წაკითხვადი, როგორიც გრძელი ვერსია, ამიტომ რეკომენდაციას ვუწევთ ready()-ს გამოყენებას.
აღვნიშნოთ, რომ თუ თქვენს JS-ს გვერდის ძირში <script> ტეგში ჩასვამთ, მაშინ თქვენი DOM უნდა იყოს სრულად მზად, როდესაც ბრაუზერი თქვენს JS-ს გაუშვებს. თუ გსურთ, რომ ორმაგად თავდაჯერებული იყოთ, მაშინ შეგიძლიათ, DOM-ის მზადყოფნის ყოველთვის შემოწმება აირჩიოთ.

მეტი მოვლენის ტექნიკა

უფრო ხანგრძლივი შეჯამებისთვის და jQuery-ის მოვლენების სიღრმისეულად შესასწავლად წაიკითხეთ jQuery მოვლენების საფუძვლები მის დოკუმენტაციაში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.