If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

პატარა რჩევა: HTML ტეგები

სანამ გამოწვევებს დაიწყებდეთ, აი, HTML ტეგების სწრაფი მიმოხილვა:
HTML ტეგების ანატომიის დიაგრამა
დამხურავი ტეგი ყოველთვის იწერება ტეგის შიგთავსის შემდეგ – ამით ბრაუზერი ხვდება, რომ ტეგის დასრულება გსურთ.
HTML ტეგის შიგთავსები არის ის, რაც გამხსნელ და დამხურავ ტეგებს შორისაა - სწორედ ამას ვგულისხმობთ მაშინ, როცა ვამბობთ ტეგის „შიგნით". ტეგის შიგთავსები შეიძლება, იყოს უბრალო ტექსტი ან სხვა ტეგების ნარევი.

სად უნდა წავიდნენ თქვენი ტეგები?

ყველაფერი, რაც თქვენს ვებ–გვერდზე ჩანს, გამხსნელ <body> ტეგსა და დამხურავ </body> ტეგს შორის უნდა მოთავსდეს, როგორც ქვედა სურათზეა მოცემული:
HTML კოდის ეკრანის ანაბეჭდი და დიაგრამა
<h1> და <p> ტეგები არის <body> ტეგის შიგთავსები, ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი არიან <body> ტეგის "შიგნით". ფაქტობრივად, ეს ტეგები უნდა იყვნენ <body> ტეგის შიგნით, გახსოვდეთ ეს თქვენს პირველ გამოწვევაში HTML-ის წერისას. სცადეთ ახლა!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.