If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

პატარა რჩევა: შერჩევა იარლიყის სახელის მიხედვით

როგორც ისწავლეთ, ვებ–გვერდზე ელემენტების მოსანიშნად ვიყენებთ CSS წესებს, რათა შემდეგ მათთვის სტილის დაყენება შევძლოთ.
თუ რომელ HTML-ის ელემენტებს უნდა მიანიჭოს სტილი ჩვენმა CSS-ის წესმა, ამას ვეუბნებით სელექტორების გამოყენებით. არსებობს სელექტორების ბევრი ტიპი, რომელთაც მოგვიანებით შევეხებით, მაგრამ აქ გვინდა, მიმოვიხილოთ იმ ტიპის სელექტორი, რომელიც აუდიოგაკვეთილში ვაჩვენეთ: ელემენტის სელექტორი.
ელემენტის სელექტორი მონიშნავს HTML-ის ელემენტებს მათი ტეგის სახელის მიხედვით. HTML-ის ყველა ელემენტი—<h1>, <p>, <li>, <body>—და ნებისმიერი სხვა HTML ელემენტი შეგვიძლია, მოვნიშნოთ CSS-ით მათი ტეგის სახელის გამოყენებით კუთხოვანი ფრჩხილების გარეშე (< და>). მაგალითად, შეგიძლიათ, მონიშნოთ ყველა <p> ტეგი თქვენს ვებგვერდზე pელემენტის მომნიშვნელით. აი, CSS-ის წესი, რომელიც ყველა პარაგრაფის ფერს ცვლის ვებგვერდზე:
p {
    color: rgb(255, 0, 0);
}
ვნახოთ, არის თუ არა ეს გასაგები. ამ წესებიდან რომელი მონიშნავდა ყველა <h2> ელემენტს გვერდზე?
აირჩიეთ 1 პასუხი:

შემდეგ გამოწვევაში თქვენ მოსინჯავთ ელემენტის სელექტორების გამოყენებას სხვადასხვა ტეგის სახელებთან. ცდის პროცესში დააკვირდით, რა შედეგი აქვთ CSS-ის წესებს ვებგვერდზე - რომელი ელემენტები იცვლიან ფერს და რომლები - არა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.