If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თქვენი ვებგვერდის დაგეგმვა

როგორ შეიძლება ცარიელი გვერდის გადაქცევა თქვენი ოცნების ვებგვერდად? შეგიძლიათ, უბრალოდ დაიწყოთ HTML-ისა და CSS-ის წერა - პროცესში შეცვალოთ რაღაცები, ამოიღოთ ის, რაც არ მოგწონთ, დაამატოთ ის, რაზეც ფიქრობთ და სიტუაციიდან გამომდინარე გადააწყოთ გვერდის ნაწილები.
ეს ყოველთვის არ არის საუკეთესო სტრატეგია, რადგან შესაძლოა, დიდი დრო დაიხარჯოს HTML–ისა და CSS–ის წერაში, რომელსაც მოგვიანებით გააუქმებთ. ამის ნაცვლად, თქვენი ვებ–გვერდი შექმნამდე უნდა დაგეგმოთ. შეგიძლიათ, გაარკვიოთ შიგთავსი, განთავსების გეგმა, ვიზუალი და აღქმადობაც კი.

„ბრეინსტორმინგი"

ყველაფრის დაგეგმვის პირველი ნაბიჯი ხშირად არის „ბრეინსტორმინგი"—იმ ყველაფრის გამორკვევა, რისი გაკეთებაც შეიძლება, მოგინდეთ. ამ პროცესის დროს თქვენი აზრების ვიზუალურ რუკებს ხატავთ ფურცლებზე, მოკლე ნიშნულებს აკეთებთ დოკუმენტში ან დაფაზე აკრავთ მისაკრობ ფურცლებს.
შეგიძლიათ, დაკავდეთ ბრეინსტორმინგით მარტო ან თუ გსურთ იდეების არეალის გაზრდა, დაიხმარეთ თანამშრომელი. თანამშრომელთან ბრეინსტორმინგის დროს გამოიყენეთ „დიახ და..." მიდგომა. არ გაამახვილოთ ყურადღება იმ იდეებზე, რომლებიც არ ეწყობიან თქვენი თანამშრომლის იდეებს; გაამახვილეთ ყურადღება ისეთ რაღაცებზე, რომლებიც ნამდვილად იმუშავებენ და ისეთ იდეებზე, რომლებმაც კომბინაციაში შესაძლოა, მოგვცენ დადებითი შედეგი.
ბევრი იდეის გამომუშავების შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ, რომლების განხორციელება გსურთ. პრიორიტეტი მიანიჭეთ მათ, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ—სცადეთ მათი ვარსკვლავით მონიშვნა ან სიაში დამატება—უარყავით დანარჩენები ან დაიმახსოვრეთ მომავლისთვის.

ქაღალდზე პროტოტიპის შექმნა

შემდეგი კარგი ნაბიჯია ფურცელზე პროტოტიპის შექმნა —თქვენი ვებგვერდი, მაგრამ - ფურცელზე. ეს არის თქვენი ვებგვერდის კომპონენტების მონახაზი, რომელსაც შიგთავსის ნაცვლად აქვს ნაჯღაბნები და ელემენტების ნაცვლად - უჯრები.
ქვემოთ მოცემულია SF კიშის ფურცლის პროტოტიპი, ვების აპლიკაცია, რომელიც დააკმაყოფილებს კიშის პოვნის ყველა თქვენს საჭიროებას:
SF კიში აპლიკაციის ქაღალდის პროტოტიპის სურათი
ვინაიდან ფურცელზე პროტოტიპის გაკეთებას დიდი დრო არ სჭირდება, შეგიძლიათ, მალე გაიაროთ და არ დაყოვნდეთ თქვენს თავდაპირველ დიზაინზე. აგრეთვე, შეგიძლიათ, ერთდროულად ბევრი პროტოტიპი გააკეთოთ და შეგიძლიათ, თქვენი ვებგვერდის ბევრი გვერდის პროტოტიპი შექმნათ.
პროტოტიპის შექმნის შემდეგ კარგი იქნება, თუ მას მოსინჯავთ მომხმარებელთან ერთად. აჩვენეთ ეს პროტოტიპი მეგობარს, შემდეგ ჰკითხეთ, რას დააჭერდნენ პირველად ან საით გაექცეოდათ თვალი. ვნახოთ, რას გეტყვიან.

ესკიზები

როდესაც კარგად გაერკვევით თქვენი ქაღალდის პროტოტიპებში, თქვენ შესაძლოა, მოგინდეთ მათი გადაქცევა ესკიზებად. ესკიზი ჰგავს პროტოტიპს, თუმცა მცირე განსხვავებით - ჩვეულებრივ ის ციფრულადაა დახატული და უფრო ზუსტია. ესკიზი შედგება ყუთებისგან (რომლებიც გამოსახავენ გვერდის თითოეულ ნაწილს) და საჭიროებისამებრ ტექსტის და პატარა ხატულებისგან. მაგალითისთვის, ქვემოთ მოცემულია ჩვენი SF კიშის აპლიკაციის ესკიზი:
SF კიში აპლიკაციის ესკიზის ეკრანის ანაბეჭდი
ეს ჩარჩო შექმნილია პოპულარული ონლაინ პროტოტიპების შექმნის ინსტრუმენტის, Balsamiq-ის, საშუალებით. ასევე შეგიძლიათ, შექმნათ პროტოტიპტები ფიგურების საშუალებით (რომლებსაც ნახავთ საოფისე ინსტრუმენტებში, როგორებიცაა Powerpoint/Keynote) ან დიზაინისთვის განკუთვნილი აპლიკაციების გამოყენებით: Photoshop, Gimp, InDesign. აგრეთვე შეგიძლიათ, მოძებნოთ სხვა პროტოტიპების შესაქმნელად განკუთნილი ინსტრუმენტები ინტერნეტში. აპლიკაციის არჩევისას გახსოვდეთ, რომ პროტოტიპის შემქნელი მრავალი აპლიკაცია ფასიანია.
როგორც კი შექმნით თქვენს პროტოტიპებს, შესაძლოა, მოისურვოთ, სამომხმარებლო ტესტირების კიდევ ერთ გამოწვევას შეერკინოთ. პროტოტიპის შექმნის სხვადასხვა ინსტრუმენტი გაძლევთ საშუალებას, დასაკომენტარებლად გაუზიაროთ სხვებს თქვენი პროტოტიპები. აგრეთვე არსებობს ინსტრუმენტები, როგორიცაა InvisionApp, რომლითაც შეძლებთ, შექმნათ ინტერაქტიული პროტოტიპები დაწკაპუნებადი ადგილებით, რომლებსაც გადაჰყავხართ ახალ ეკრანებზე.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.