ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 6
გაკვეთილი 5: DOM მოვლენები- ინტერაქტიული ვებგვერდების გაკეთება მოვლენებით
- მოვლენის მსმენელის დამატება
- გამოწვევა: დააკლიკე კატას
- DOM მოვლენების ტიპები
- მოვლენების თვისებების გამოყენება
- გამოწვევა: მიახატე კატას ულვაში
- ფორმებისა და მოვლენების დამუშავება
- გამოწვევა: Mad Libs
- მოვლენების საწყისი ქცევის თავიდან არიდება
- შეჯამება: DOM მოვლენები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
DOM მოვლენების ტიპები
ბრაუზერი ამოქმედებს ბევრ მოვლენას. მთელი სია მოცემულია აქ: MDN, მაგრამ, აი, ყველაზე ხშირად გამოყენებული მოვლენების ტიპები და მათი სახელები:
- მაუსის მოვლენები (
MouseEvent
): mousedown, mouseup, click, dblclick, mousemove, mouseover, mousewheel, mouseout, contextmenu - შეხების მოვლენები (
TouchEvent
): touchstart, touchmove, touchend, touchcancel - კლავიატურის მოვლენები (
KeyboardEvent
): keydown, keypress, keyup - ფორმის მოვლენები: focus, blur, change, submit
- ფანჯრის მოვლენები: scroll, resize, hashchange, load, unload
შეიძლება, გაინტერესებთ, როდის უნდა გამოიყენოთ შეხების მოვლენები მაუსის მოვლენების ნაცვლად, რადგან ისინი ასე ჰგვანან ერთმანეთს.
შეხების მოვლენები მუშაობს მხოლოდ ისეთ მოწყობილობებში, რომლებსაც აქვთ შეხების დაფიქსირების ფუნქცია, როგორიცაა სმარტფონები და სენსორული ეკრანის მქონე ლეპტოპები. მაუსის მოვლენები, როგორიცაა
click
და mousemove
, მუშაობს ბრაუზერებისა და მოწყობილობების უმრავლესობაში. თუმცა, სმარტფონების უმრავლესობაში mouseover
ფუნქცია არ მუშაობს, რადგან ვერ აფიქსირებენ სმარტფონის წინ თითის გადატარებას. ამის გამო ზოგიერთი სმარტფონი ამატებს სენსორებს, აქედან გამომდინარე მომავალში მეტი სმარტფონი დააფიქსირებს mouseover
-ს.ძირითადად ჯობს, მიიღოთ მაუსის მოვლენები შეხების მოვლენების ნაცვლად, რადგან მაუსის მოვლენები უფრო უნივერსალურია.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.