თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

რა ვისწავლოთ შემდეგ

გილოცავთ გვერდებზე JavaScript-ის საშუალებით ზემოქმედების შესწავლას!

HTML-ის ახალი ფუნქციების გამოყენება

"HTML5"-ის გამოსვლის შემდეგ ბრაუზერებს საკმაოდ ბევრი ფუნქციონალი შეემატა და ცხადია, ამ კურსში ყველა ეს ფუნქცია არ გაგვივლია. მაგალითად, შეგიძლიათ, გადახედოთ ამ მულტიმედიის, საცავების, და გრაფიკის სლაიდებს - ან უბრალოდ გამოიყენოთ ინტერნეტი, რათა გაიგოთ, არსებობს თუ არა თქვენთვის საინტერესო ფუნქციონალი.

თქვენს გვერდში მონაცემთა შემოტანა

ვებგვერდების უმრავლესობა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, იმუშაოს ისეთ დინამიურ მონაცემებთან, როგორიცაა, მაგალითად, მონაცემთა ბაზის ან სერვისის მონაცემები. თუ თქვენი ვებგვერდის ჰოსტინგი ხორციელდება თქვენს საკუთარ სერვერზე, თქვენ შეგიძლიათ, შემოიტანოთ ეს მონაცემები AJAX-ის საშუალებით. თუ გსურთ, შემოიტანოთ მონაცემები გარე სერვერიდან და ეს სერვერი გასცემს სხვებისთვის ხელმისაწვდომ მონაცემებს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მათი API ან JSONP.
მაგალითად, ხანის აკადემიას აქვს API მკვლევარი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაათვალიეროთ ის მონაცემები, რომელთაც თქვენს სერვერზე მოათავსებთ და აი, ვებგვერდი ხანის აკადემიაზე, რომელიც იყენებს ამ API-ის.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ვებგვერდების გარემო უფლებას გაძლევთ, შემოიტანოთ მონაცემები მხოლოდ გარკვეული სერვერებიდან და ეს სერვერები უნდა იყოს გამოძახებული SSL-ით (https://). შეამოწმეთ თქვენი დეველოპერის კონსოლი, რათა ნახოთ, ცდილობთ თუ არა მონაცემების შემოტანას ისეთი სერვერიდან, რომელიც არაა ნებადართული.

დროზე ფეხის აწყობა

ბრაუზერები ხშირად უშვებენ განახლებებს და ვებ დეველოპმენტის საზოგადოება საკმაოდ აქტიურია. თანამედროვეობასთან ფეხის აწყობის ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი გზაა HTML5 weekly და JavaScript weekly საინფორმაციო გზავნილები, რომლებიც შეიცავენ სტატიების ბმულებს და დემოებს. რა თქმა უნდა, როდესაც ისწავლით რამე ახალს, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ, რათა გაიგოთ მისი მოქმედების პრინციპი.
ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.