If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.
თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.
სამხრეთ კალიფორნიაში ლონგ-ბიჩის გაერთიანებულ სასკოლო უბანთან პარტნიორობით საჯარო სკოლის 5,348-მა მოსწავლემ მათემატიკის სასწავლად გამოიყენა ხანის აკადემია, რომელსაც ყოველი კვირის 1 გაკვეთილზე იყენებდნენ. იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ხანის აკადემია გამოიყენეს, დამატებითი 22 ქულა (.20 ES) აიღეს Smarter Balanced Mathematics Assessment-ის სკალაზე. უბნის მიხედვით, ეს მოსალოდნელზე დაახლოებით 2-ჯერ მეტია იმათთან შედარებით, ვისაც ხანის აკადემია არ გამოუყენებია.
კვლევა სრულადFSG-იმ ჩაატარა კვლევა ხანის აკადემიის პილოტირებაზე აიდაჰოს შტატის მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობდა 173 მასწავლებელი და 10500 მოსწავლე 2013-14 სასწავლო წელს.
კვლევა სრულადსტენფორდის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა ორწლიანი კვლევა 20 საჯარო და კერძო სკოლაში. კვლევაში მონაწილეობდა 70 მასწავლებელი და 2000 მოსწავლე 2012-13 სასწავლო წელს.
კვლევა სრულად2017 წელს ხანის აკადემიამ და College Board-მა, SAT-ის ტესტის შემქმნელმა, დაახლოებით 250,000 მოსწავლისთვის გააანალიზეს PSAT/NMSQT-ისა და SAT-ის ქულები. შედეგებმა აჩვენა, რომ ხანის აკადემიაზე SAT-ის ოფიციალურ პრაქტიკაში 6-8-საათიანი ვარჯიში უკავშირდება საშუალოდ 90-ქულიან ზრდას PSAT/NMSQT-დან SAT-ში, ნაცვლად 60-ქულიანი ზრდისა იმ მოსწავლეებში, რომლებიც მას არ იყენებენ.
კვლევა სრულადახალი ინგლისის უმაღლესი განათლების საბჭომ ხუთი შტატის 12 უნივერსიტეტში 1,226 სტუდენტს ჩაუტარა ორწლიანი კვლევა ხანის აკადემიის გამოყენებაზე.
კვლევა სრულადბერნის უნივერსიტეტისა და შვეიცარიული არაკომერციული ორგანიზაცია Consciente-ს მკვლევრები გაერთიანდნენ, რათა შეეფასებინათ ხანის აკადემიის ეფექტი რანდომიზებულ კონტროლირებად ექსპერიმენტში, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი სკოლის 3500 მოსწავლე და მათი მასწავლებლები.
კვლევა სრულადMANAUS-მა, დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ, გვატემალაში, საკატეპეკში, შეაფასა Sergio Paiz Andrade Foundation-ის (Funsepa-ს) 2015 წლის ხანის აკადემიის საპილოტე პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 206 მასწავლებელი და 2,356 მოსწავლე.
კვლევა სრულად„Schools Project-ში“ 2015 სასწავლო წელში Lemman Foundation’s Innovation-მა მხარი დაუჭირა მასწავლებლებს იმაში, რომ ხანის აკადემია დანერგილიყო სწავლებაში კვირაში ერთი საათის განმავლობაში ბრაზილიის 143 საჯარო სკოლაში.
კვლევა სრულადდამოუკიდებელმა მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა შრი-ლანკის 632 მეცხრეკლასელი. 2014 სასწავლო წელს მოსწავლეები მათემატიკის პროგრამაში დამხმარე საშუალებად იყენებდნენ ხანის აკადემიის ვიდეოებს.
კვლევა სრულად